საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელი თანატოლები გაანადგურა

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ლატვიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ უკვე ანგარიშით 4:0-ს იგებდა.

არნემის "ვიტესის" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა დუბლის გაფორმება შეძლო (4, 35), ხოლო თითო-თითო გოლი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს გორის "დილას" მცველმა მამუკა კობახიძემ და დანიის "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ.

შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეთანხმეგი ვ.ვ.ა.-ს
ზურა
23:21 16-08-2013
0
მეკარეები, კანკავა, კაშია, კობახიძე, ძარია, ელგუჯა და ვაწაძე. ამათ გარდა ყველა უნდა გავუშვათ.
გურამი89
10:05 15-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული