საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელი თანატოლები გაანადგურა

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ლატვიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ უკვე ანგარიშით 4:0-ს იგებდა.

არნემის "ვიტესის" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა დუბლის გაფორმება შეძლო (4, 35), ხოლო თითო-თითო გოლი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს გორის "დილას" მცველმა მამუკა კობახიძემ და დანიის "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ.

შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეთანხმეგი ვ.ვ.ა.-ს
ზურა
23:21 16-08-2013
0
გინდათ გაიგოთ მოგების გემო - ეთამაშე... უსინდისოები არიან მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც!!! სექტემბერში არავინ არ მივიდეთ სტადიონზე! იქნებ მიხვდნენ რამეს!!!ცარიელი სტადიონი-ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია!
v.v.a.
20:54 14-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული