ლუქსემბურგი-საქართველო 0:3: ჩივაძე დიდი ანგარიშით იწყებს

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი გამართა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ლუქსემბურგს ესტუმრა.

მე-18 წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით სხირტლაძემ გახსნა.

მე-60 წუთზე მასპინძლები 10 კაცის ამარა დარჩნენ, დუეინ ჰოლტერი გააძევეს, რამაც მალე გამოიღო შედეგი - ჯერ მამუკა კობახიძემ (72-ე წთ) გაიტანა, შემდეგ კი გიორგი ჭანტურიამ (78).

საქართველო: ნადირაძე - ტვილდიანი, კობახიძე, კვირკველია, უბილავა - კვეკვესკირი, პაპავა (76. ჯიღაური) - ჭანტურია, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი (80. ფანცულაია) - სხირტლაძე (84. კაჭარავა).
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრები ხართ ბიჭებო,კვირკველია მაგრად მომწონს მაგარია
დათო
16:59 06-09-2013
0
ჩვენი იმედები ხართ საღოოლ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული