U21. სლოვაკეთი-საქართველო 1:0 - სლოვაკები მეკარემ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი რიხით კი დაიწყო, მაგრამ ლუქსემბურგთან 3:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ, 9 სექტმებერს, სლოვაკეთთან გამართულ შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია.

უეფას ვებგვერდზე გამოტანილი შეხვედრის სტენოგრამით ჩანს, რომ ქართველ 21-წლამდელებს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდათ.

სლოვაკები პირველ წუთებში ხშირად ჯარიმდებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ ტექნიკურ ქართველებთან ორთაბრძოლის მოგება უჭირდათ. მე-10 წუთზე გიორგი ჭანტურიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ სლოვაკთა მეკარემ იყოჩაღა. მასპინძლებმა კი ერთადერთი გოლი კუთხურიდან გაიტანეს - თავი ადამ ზრელიაკმა გამოიჩინა.

36-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილს მიეცა შანსი და ისევ სლოვაკთა კიპერმა
იმარჯვა. ტაიმის მიწურულს კი უკვე ნადირაძეს მოუხდა კარის გადარჩენაზე ზრუნვა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა...

ჭანტურია და ყაზაიშვილი მეორე ტაიმშიც აქტიურობდნენ, თუმცა - უშედეგოდ. ერთხელ გიორგი პაპავამაც სცადა ბედი, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

65-ე წუთზე ნიკა კვესკვესკირმა მოიპოვა ჯარიმა, მაგრამ ჭანტურიას "სტანდარტული" კვლავ მეკარის ნადავლი გახდა.

მერე ჩვენმა მეკარემ ორჯერ გვიხსნა. მომენტები ქართველებსაც ჰქონდათ. მასპინძელთა კარს ყაზაიშვილი და კვეკვესკირი დაემუქრნენ, მაგრამ სლოვაკები მაინც არ გატყდნენ, უფრო მეტად კი - მეკარის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე...

მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე, ჭანტურიამ ჯარიმა მოიპოვა, თვითონვე შეასრულა დარტყმა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

Sportall.Geშეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს ტელეფონით დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

"უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. მეტოქემ კუთხურიდან გაგვიტანა, ჩვენს მეკარეს დასანანი შეცდომა მოუვიდა.

სამწუხაროდ, ჭანტურიამ, ყაზაიშვილმა და პარუნაშვილმა ვერ მოახერხეს საგოლე მომენტების გამოყენება, სლოვაკთა მეკარემ სასწაულად ითამაშა...

არავითარი დაცვაში ჯდომა, შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, განლაგება 4-3-3 გვქონდა, ცენტრფორვარდი სხირტლაძე იყო, მარჯვნიდან - ჭანტურია, მარცხნიდან - ყაზაიშვილი, ნახევარდაცვის ცენტრში კვეკვესკირი, პაპავა და პარუნაშვილი მოქმედებდნენ...

სელექციას გავაგრძელებთ, შესარჩევი ეტაპი ახალი დაწყებულია და ყველაფერი წინაა. აუცილებლად ვიბრძოლებთ სასურველი შედეგის მისაღწევად".


ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი
III ჯგუფი

სლოვაკეთი-საქართველო 1:0
1:0 ზრელიაკი (18)
სლოვაკეთი: ლე გიანგი, პაუშეკი, დიონატანი, დიომბერი, შკვარკვა (46. ლობოტკა), ლავკოვიჩი (78. მესაროში), პაური (59. გროშოვსკი), შრანცი, მაზანი, ზრელიაკი, ლასიკი.
სათადარიგოები: მაროში, ნინაი, ორშულა, მიგალიკი.
საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კვერკველია (68. ჯიღაური), უბილავა, მ. კობახიძე, პაპავა, კვეკვესკირი, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია, სხირტლაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, ჩაფიძე, კაჭარავა, თ. გრიგალაშვილი, ფანცულაია, გიგაური.
გაფრთხილება: შკვარკვა (24), კვეკვესკირი (39), ჭანტურია (45), პაური (67), უბილავა (72).
არბიტრი: ალან მარიო სანტი (მალტა)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 2 2 0 0 8-1 6
2. ჰოლანდია 2 2 0 0 5-0 6
3. საქართველო 2 1 0 1 3-1 3
4. შოტლანდია 2 1 0 1 3-4 3
5. ლუქსემბურგი 4 0 0 4 1-14 0

მომდევნო მატჩები
10 ოქტომბერი
საქართველო-ჰოლანდია
შოტლანდია-სლოვაკეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუქსემბურგი-საქართველო 0:3: ჩივაძე დიდი ანგარიშით იწყებს
მკითხველის კომენტარები / 6 /
დამარცხება მხოლოდ მწვრთნელის ბრალია, გამარჯვება კი ყველასი ერთად! ასე თუ ვიფიქრებთ უფრო სწრაფად ვივლით წინ და ქართველი ფეხთბურთელების პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ.

არის ერთი ქართველი მწვრთნელი, რომელიც სპორტსმენს პირველივე ვარჯიშზე ასწავლის: თუ ჩემ დავალებას ვერ შეასრულებ ე. ი. ცუდად გასწავლე და მხოლოდ ჩემი ბრალია. მე არ დამეზარება და კიდევ ერთხელ გასწავლი, და ასე ვიდრე კარგად არ ისწავლი.

ასეთ დროს სპორტსმენის პოტენციალის გამოვლენა მაქსიმალურად არის შესაძლებელი!!!!
guja_kakhadze
13:21 10-09-2013
0
ამდენი წაგება ამოვიდა ყელსში ბოლობოლო ამატ ყურებას აზრი არა აქვს
zaza
12:21 10-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული