ჩამოვა თუ არა გიორგი ილურიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

AutoSharing Option
7 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო ევროპის ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩისთვის მოსამზადებლად.

ალექსანდრე ჩივაძის სიაში თავიდან სპლიტის "ჰაიდუკის" ფორვარდი გიორგი ილურიძეც უნდა ყოფილიყო, თუმცა გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი არ ჩამოვიდა.

"ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთელმა ყველაფერი გაუგებრობას მიაწერა:

"დღეს ექიმთან ვიყავი. სისხლჩაქცევები მაქვს, ორი დღეა არ მივარჯიშია. "კუსტოსიასთან" სათასო შეხვედრაც გამოვტოვე და შემდეგ ტურშიც, 5 ოქტომბერს, "სპლიტის" წინააღმდეგ ვითამაშებ თუ არა, ესეც საეჭვოა"
.

გიორგი ილურიძემ ითამაშა სპლიტის დერბი, რომელიც 0:0 მორჩა. ის 72-ე წუთზე შეცვალეს.

7 ოქტომბერს ალექსანდრე ჩივაძემ გამართა
პრესკონფერენცია, სადაც მან ილურიძის საკითხზეც ისაუბრა:

"რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ მან თავის გუნდში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ არის, მასაც გამოვიძახებთ"
.

"ლელოსთან" ინტერვიუში ქართველი ფორვარდი ირწმუნებოდა, რომ თუ ვარჯიშს და თამაშს შეძლებდა, აუცილებლად ჩამოვიდოდა ახალგაზრდულ ნაკრებში - ჯერი მასზეა...

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: გაუგებრობაა, ნაკრებზე უარი არ მითქვამს
ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად წავა :)
Shukvani
21:02 07-10-2013
0
Au ra magari shemadgenloba gvyavs.imedia movigebt orives.
HENRY14
00:35 08-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული