ალექსანდრე ჩივაძე: ბრიტანელებთან უპირატესობა ასე უნდა შეიქმნა

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, ევროპის 2015 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიას უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა 38-ე წუთზე გახსნა, ჯაბა ჯიღაურმა კი სხვაობა ორბურთიანი 67-ე წუთზე გახადა. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება 77-ე წუთზე მაკლეოდის შორეული დარტყმის შემდეგ შეძლეს.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:

ბილი სტარკი (შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრები):
"წინა მატჩში საქართველო ჰოლანდიასთან 0:6 დამარცხდა და დღეს ძალიან მონდომებული იყო, რაც შედეგშიც აისახა.

რთული ჯგუფია. ჰოლანდიის გარდა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი
კიდევ სამ გუნდს აქვს - შოტლანდიას, სლოვაკეთს და საქართველოს. სწორედ ამ სამ გუნდს შორის დაპირისპირებებ
ში გადაწყდება ბევრი რამ".

ალექსანდრე ჩივაძე (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები):
"მატჩი იმ შედეგით დასრულდა, რაც გვინდოდა. მსაჯობაზე ლაპარაკი არ მჩვევია, თუმცა არბიტრს ჭანტურიას პენალტი რომ ჩაეთვალა, არა მგონია, შოტლანდიელებს დიდი პროტესტი გამოეხატათ.

21-წლამდელთა ნაკრებში რომ თამაშობ, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მალე ეროვნული გუნდის ფეხბურთელი იქნები და გაუგებარია, რატომ უშვებენ ფეხბურთელები ელემენტარულ შეცდომებს, ისინი ბოლომდე სოლიდურად უნდა გამოიყურებოდნენ.

ჰოლანდიასთან მატჩს რაც შეეხება, ალბათ გახსოვთ, როგორ გავუშვით პირველი გოლი, შემდეგ მეორე, შესვენების მერე რამდენიმე მომენტი შევქმენით და ამის შემდეგ ისეთი გოლი მივიღეთ... ფეხბურთში დავბერდი და ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ. ამ ყველაფერს მოჰყვა კვეკვესკირის შეცდომა...

ისიც უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

ჰოლანდიასთან თამაშის შემდეგ ბევრი შრომა დაგვჭირდა. პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე გავაკეთეთ აქცენტი, ინდივიდუალურად ვიმუშავეთ ფეხბურთელებთან.

ბრიტანელების წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ბრიტანელებთან უპირატესობა სწორედ ასეთი თამაშით უნდა შეიქმნა - ბურთის ხშირი ფლობით.

ქვილითაიას რაც შეეხება, პირველად ის ავსტრიულ შეკრებაზე გამოვიძახეთ ნაკრებში და კმაყოფილი დავრჩი. სამწუხაროდ, იმ შეკრების შემდეგ ქვილითაია უგუნდოდ დარჩა, მერე კი "დილაში" მივიდა. ეს ბიჭი მეტს იმსახურებს. ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია, ამაში დღეს თქვენც დარწმუნდით".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხართ საშა!
ნუკრი
11:08 15-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული