"ჰაიდუკი": ქართულ მხარეს ვაცნობეთ, რომ ილურიძე რეაბილიტაციის კურსს გადის

AutoSharing Option
ხორვატული "ჰაიდუკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა ცნობა, რომ კლუბის ქართველი შემტევი გიორგი ილურიძე ტრავმირებულია და ის ვერ დაეხმარება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 18 ნოემბერს სლოვაკეთთან მატჩში. ილურიძე 14 ნოემბრის მატჩისთვის, შოტლანდიასთან ისედაც არ იყო გამოძახებული.

აღსანიშნავია ერთი მომენტი: ტრავმირებულია კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში გამოიძახეს - ხორვატი დინო მიკანოვიჩი, რომელიც ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს დააკლდება. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბისგან დეტალური სამედიცინო ინფორმაცია გამოითხოვა, თუ რატომ ვერ ითამაშებს მიკანოვიჩი.

"ხორვატიის საფეხბურთო კავშირისგან განსხვავებით, საქართველოს ფედერაციას ილურიძეზე მსგავსი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია. სამწუხაროდ, გიოს ტრავმა საკმაოდ
სერიოზულია. "ჰაიდუკის" ორგანიზაციამ ქართულ მხარეს მოუბოდიშა და აცნობა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი რეაბილიტაციის პერიოდს გადის"
, - წერს "ჰაიდუკის" საიტი.

ასეა თუ ისეა, ფაქტია - გიორგი ილურიძის თამაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კვლავ გადაიდო.

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდული: ილურიძე და ძალამიძე - მხოლოდ სლოვაკეთთან, ანანიძე სათუოა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მომწონს ეს ბიჭი, როგორც ფეხბურთელი და ძაან პერსპექტიულადაც გამოიყურება, მაგრამ... უკვე საეჭვო ხდება, როცა რამდენიმე თამაშს აცდენს ფეხბურთელი ნაკრებში ტრამვის მიზეზით და მეორე დღეს კლუბის მაისურით გადის მოედანზე... არ მაქვს სურვილი რაიმე მცდარი დასკვნა გავაკეთო ილურიძეზე და კიდევ რამდენიმეზე. ამ ყველაფერში უფრო ფეხბურთის ფედერაცია მეჩვენება დამნაშავე. როცა წამყვანი ფეხბურთელები გაკლდება, ტრაკი მაინც გაატოკე და თუ პერსონალურად არ შეამოწმებ, დაწვრილებით მაინც გაიგე, რა ხდება.
Lasha
21:32 12-11-2013
0
ნორმალურ ქვეყნებში: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერი ტუ ტავმა აქვს ჩამოდის ნაკრების ექიმი სინჯავს და მერე ბრუნდება უკან, თუ მართლა სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდება. ჩვენთან კი ... ეეეჰ. ჩვენ ყველა ბოდიში და ცალ ფეხზე გვიკიდებს, როცა უნდათ.
შაკო
17:27 12-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული