ქართველებს კლასით ვჯობდით - შოტლანდიელებს თბილისში წაგებისთვის შურისძიება სურთ

AutoSharing Option
14 ნოემბერს, 23:30 საათზე შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მე-3 ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს შოტლანდიას, რომელიც მე-4 ადგილზეა. ჩივაძის გუნდმა ბილი სტარკის ნაკრები ოქტომბერში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა შოტლანდიის ისტორიულ ქალაქ პეისლიში, "სენტ მირენ პარკზე" გაიმართება.

შოტლანდიელები შურის საძიებლად ემზადებიან, თუმცა ჩივაძის გუნდსაც ჰაერივით სჭირდება 3 ქულა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, დამარცხებული კი ცუდ სატურნირო ვითარებაში ჩავარდება.

"ივნინგ თაიმსმა" შოტლანდიელთა ერთ-ერთ ლიდერ ქალუმ მაკგრეგორთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.
20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გლაზგოს "სელტიკის" საკუთრებაა და "ნოთს ქაუნთიში" იჯარით თამაშობს.

მაკგრეგორი შესანიშნავ ფორმაშია, ის ლიგა ერთის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"ახლა ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და მსურს, ხუთშაბათს ის თამაში ვაჩვენო საქართველოს წინააღმდეგ, რასაც "ნოთს ქაუნთიში" ვაჩვენებ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვითამაშებ. ჩემი ქვეყნის სახელით თამაში ძალიან მეამაყება და ძლიერ მეტოქესთან ნამდვილი ტესტი მელის.

საქართველოსთან თამაში კარგად მახსოვს. კარგი გუნდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, როგორ ვეთამაშეთ მათ ბოლო 30 წუთი. ბოლოსკენ კარგი შანსები გავანიავეთ.

ჩემი აზრით, მეტოქე მაშინვე მარწუხებში უნდა მოვაქციოთ და ზეწოლა არ მოვადუნოთ.

მოკლედ, მოედანზე ჯერ შავი სამუშაო უნდა შევასრულოთ და მერე ჩვენი უპირატესობა კლასში ქართველებზე თავის საქმეს გააკეთებს. კარგი ფეხბურთელები გვყავს და გამარჯვება მიზანთან მიგვაახლოებს"
, - განაცხადა მაკგრეგორმა.

მწვრთნელ ბილი კლარკს ფორვარდი რაიან ფრეიზერი დააკლდა ტრავმის გამო. ასე რომ, გუნდში ამჟამად 20 ფეხბურთელი ვარჯიშობს. მათ შორის არის "დანდი იუნაიტედის" 17 წლის პლეიმეიქერი რაიან გოულდი, შოტლანდიური ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა", რომლისთვისაც საქართველოსთან მატჩი სადებიუტო იქნება ახალგაზრდულ ნაკრებში.

შოტლანდია-საქართველოს ბილეთი მხოლოდ 8 ფუნტი სტერლინგი ღირს (ბავშვებისთვის - 2).

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო დღეს თუ ამათ მართლა კლასი არ დაუმტკიცოთ...შოტლანდია და ,,კლასნი,,ფეხბურთი?
akhali
11:19 14-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული