კომპლიმენტი შოტლანდიელებისგან: ალექსანდრე ჩივაძე დიდი ფეხბურთელი იყო

AutoSharing Option
14 ნოემბერს "სენტ მირენი" შოტლანდიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით იმართება.

თამაშის წინ შოტლანდიელთა თავკაცმა ბილი სტარკმა პრესკონფერენცია გამართა და თბილად მოიხსენია მეტოქე გუნდის თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე:

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე წარსულში დიდი ფეხბურთელი იყო. მან 60 თუ 70-ჯერ ითამაშა სსრკ-ის ნაკრებში და იყო თბილისის "დინამოს" დიდი გუნდის წევრი".

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 14 ოქტომბერს შედგა და საქართველოს ნაკრებმა 2:1 იმარჯვა.

კლარკს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთი არ ქუხს
დღევანდელ მსოფლიოში, მათი ძალების შეუფასებლობა არ შეიძლება:

"ქართველებს საფეხბურთო ტალანტები ყოველთვის ჰყავთ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიო ფეხბურთში მოწინავე როლებში არ არიან, მათი შეუფასებლობა არაფრით შეიძლება. თბილისში საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად მოგვიგო".

მიმომხილველთა მტკიცებით, ამ მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებმება მესამე ჯგუფში.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფების 10 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გადის, საიდანაც 7 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, რომელთაც მასპინძელი ჩეხეთი დაემატება.

"ჩვენს ჯგუფში ჰოლანდია აშკარა ფავორიტია, დანარჩენ სამს კი ერთმანეთისთვის ქულების ართმევა შეგვიძლია. ლუქსემბურგი სუსტია. ახლა ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეგვიძლია"

ასევე იხილეთ:
U21. შოტლანდია VS საქართველო - სქოთებს უნდა ახსოვდეთ ჩივაძე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული