ილია კერძევაძე: ახლა მთავარია, ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადოთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გონიერი მწვრთნელის ხელში, ბრძოლას აზრი გაცილებით ძლიერ საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებებთანაც აქვს.

გუნდის წევრებს განვლილი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ...

ილია კერძევაძე, ცენტრალური თავდამსხმელი:
"გამარჯვება და პირველ ადგილზე გასვლა ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ უფრო ბევრს ნიშნავს, როცა ამას ჰოლანდიის ჯგუფში ახერხებ, მას ამარცხებ და მესამე ადგილზე ტოვებ.

ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ჩვენ გვსურდა. სწრაფად და გუნდურად ვთამაშობთ და შედეგიც ლოგიკურია.

ახლა მთავარია, ელიტრაუნდისთვის კარგად
მოვემზადოთ".


ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ
U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული