ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გონიერი მწვრთნელის ხელში, ბრძოლას აზრი გაცილებით ძლიერ საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებებთანაც აქვს.
გუნდის წევრებს განვლილი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ...
გიორგი პაპუნაშვილი, ცენტრალური ნახევარმცველი:
"პირველი ბარიერი წარმატებით დავძლიეთ. უელსსა და მოლდოვასთან შეხვედრებში წარმატების შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ჰოლანდიასაც დავამარცხებდით და მიხარია, რომ ასეც მოხდა.
ჩვენი გუნდის ძალა ისაა, რომ მოედანზე ყველა ბოლომდე იხარჯება. დამატებითი სტიმული გულშემატკივრის უდიდესი თანადგომა იყო, რასაც ყოველთვის ვგრძნობდით".
ასევე
ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ
U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]