მაისურაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების განვითარების შესაძლებლობას საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებაში ხედავს.
Sportall.ge-სთან საუბარში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სამწვრთნელო შტაბში სიახლის შესახებ გვიამბო.
სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველო მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც კონკურენტებად ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი ეყოლება.
- რატომ ვერ ვითარდებიან საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელები, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი?
- ამ კითხვაზე ხშირად გამიცია პასუხი. ეს არის საქართველოს ჩემპიონატის დონის გაუმჯობესება. ეს
მაყურებელი უდიდეს როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში. ამიტომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს ყველას პრობლემაა და ამ პრობლემის გადაჭრას დრო და სახსრები სჭირდება.
ერთი და ორი ფინანსურად ძლიერი კლუბი ამ საქმეს არ შველის. საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელი ლიდერს აქ უნდა ხედავდეს, სტადიონზე და არა ტელევიზორში მესის, ინიესტას და ა.შ.
ამიტომ საქართველოს ჩემპიონატი რაც უფრო ძლიერი იქნება, უფრო ძლიერი 17 და 19 წლამდე ფეხბურთელები გვეყოლება.
- ამ პრობლემის გადასაჭრელად თუ კეთდება რამე ან თუ არ კეთდება, რა უნდა გაკეთდეს?
- პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ჩარევაა აუცილებელი. ფედერაცია ამ ეტაპზე კლუბების გასაძლიერებლად ვერაფერს იზამს. ასევე აუცილებელია კონტროლი ფედერაციის მხრიდან: ვინ მუშაობს, რა მწვრთნელები მუშაობენ ასაკობრივ ნაკრებებში და არის თუ არა ერთიან სისტემაში მოქცეული სავარჯიშო პროცესი.
- თქვენი სამწვრთნელო შტაბი რამდენი წევრისგან შედგება?
- უნდა გამოგიტყდეთ, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი არ გვყავს და ამას ჩვენი ვადები არც ითხოვს. როცა 5 დღე ან ერთი კვირა ვიკრიბებით, ეს გამოცდილება მეც მაქვს და ჩემს ასისტენტებსაც, რა დონეზე და როგორ უნდა მოვემზადოთ. მყავს ერთი ასისტენტი მერაბ კაციტაძე, რომელიც უშუალოდ მეხმარება; თემურ ჩარკვია - მეკარეების მწვრთნელი და არაა გამორიცხული, კიდევ დავიმატოთ ერთი მწვრთნელი.
ეს შესაძლოა გიორგი დევდარიანი იყოს ან გია ცეცაძე, თუ საქმეს დასჭირდა. ამაზე საუბარი მიდის. ამიტომ არაა გამორიცხული, სამწვრთნელო შტაბის წევრების რაოდენობა გაიზარდოს.
- გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს ინტერნეტკონფერენციაში აღნიშნა, რომ გუნდში ფსიქოლოგის საჭიროება აუცილებელია. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- აუცილებელია. იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ფსიქოლოგის გუნდში ყოფნა საჭიროა, რომელიც ფეხბურთელებთან მუშაობას გაგვიადვილებს. კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც შერჩევითია და ეს უნდა შეირჩეს ფეხბურთის ფედერაციის მიერ.
ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა