გორის "დილას" მენეჯერ გია ისიანის თქმით, გადაწყვეტილია, რომ მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "დილას" სტადიონზე ბევრი ხარვეზი გამოსწორდა, უეფას სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს და ვფიქრობთ, ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრასაც მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ", - ამბობს ისიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"