საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლუქსემბურგს გორში უმასპინძლებს

AutoSharing Option
5 მარტს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ალექსანდრე ჩივაძის 21-წლამდელები ლუქსემბურგს უმასპინძლებენ.

გორის "დილას" მენეჯერ გია ისიანის თქმით, გადაწყვეტილია, რომ მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "დილას" სტადიონზე ბევრი ხარვეზი გამოსწორდა, უეფას სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს და ვფიქრობთ, ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრასაც მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ", - ამბობს ისიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია მოგებს ჩივაძის გუნდი გორში, როგორც ამბობენ ჩივაძე გორში როგორც დიდ ლეგენდას ისეთ პატივს ცემენ და მაყურებეილიც შესაბამისად ბლომად მივა!
puma
05:11 15-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული