იყო ლაპარაკი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს 19-წლამდელთა ყოფილი დამრიგებელი ვასილ მაისურაძე ჩაიბარებდა, რომლის კანდიდატურაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც განიხილებოდა.
როგორც გავიგეთ, ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის რანგით მეორე ნაკრების თავკაცად კვლავ ალექსანდრე ჩივაძეს განიხილავს, მაისურაძე კი 19-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში 2015 წლის შემოდგომიდან ჩაერთვება.
სად იმუშავებენ გიორგი
კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ:
"ეს კანდიდატურები მართლაც განიხილება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მალე ყველაფერი გეცოდინებათ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"