სასტარტო შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა ირანი დაამარცხეს - 1:0.
ქართველთაგან ერთადერთი გოლი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ყურშავიშვილმა გაიტანა - ცენტრალური მცველი შეტევაში ჩაერთო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ეს მატჩის 23-ე წუთზე მოხდა.
ქართველებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ბერძენაძე, კობოური, ყურაშვილი (66. კუხიანიძე), ნინუა (52. სამურკასოვი), არაბიძე, კოხრეიძე (60. არველაძე), გვასალია (66. წულეის
20 იანვარს ტყებუჩავას შეგირდები უკრაინას დაუპირისპირდებიან, 22 იანვარს კი ლატვია ელოდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"