U17. საქართველო-იაპონია 0:2 - მხოლოდ მეხუთეზე

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში დასრულებულ "განვითარების თასზე" მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ჭაბუკებმა ტურნირზე ჯამში გამართული ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგეს, ორი კი წააგეს.

25 იანვარს გამართულ IV ადგილისთვის შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას გუნდი იაპონიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. აზიელებმა ქართველთა კარი მე-14 და მე-60 წუთებზე აიღეს.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გუგეშაშვილი, ყურშავიშვილი (61. ბულუხაძე), ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, სამურკასოვი, კოხრეიძე (23. ბუღრიძე), არველაძე (63. ყურაშვილი), არაბიძე, წულეისკირი (53. გვასალია), ბერძენაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ჩაებმება. ჩვენი გუნდის
მეტოქეები მასპინძელი ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთი ირლანდია იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ბელორუსი 2:1 - "ახალი" არველაძე გვეზრდება [VIDEO]
U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 10 /
@
გიორგი
15:50 29-01-2015
0
იმედია ეს ცარუმატებლობა მხოლოდ მცვრთნელის ბრალია.სხვა საიტზე კომენტარი იკო ვინც იანონიასტან ტამაში ნახა.ცერდა რომ გადაგვიარეს.ცუდი მცვრტნელი რომც იკოს არ უნდა გადაგიარონ.მცვრთნელსაც უნდა მიხედვა და ფეხბურტელებსაც.
Kaxa
15:48 29-01-2015
0

სიახლეები პოპულარული