აქაც ესპანეთი... საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევრო 2017-ზე

AutoSharing Option
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული უეფას 21-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ მონაწილე ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდასთან კალენდრის შესადგენად დასხდნენ.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მე-6 ჯგუფის კალენდარი და სათამაშო დღეები დადგინდა.

საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან-მარინო არიან.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მე-4 კალათში იყო განთესილი. წილისყრას სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ.

2015 წელი
3 ივნისი
სან-მარინო-საქართველო

3 სექტემბერი
ხორვატია-საქართველო

7 ოქტომბერი

საქართველო-ესპანეთი

13 ოქტომბერი

საქართველო-ესტონეთი

13 ნოემბერი
ესპანეთი-საქართველო

17 ნოემბერი

საქართველო-შვედეთი

2016 წელი
23 მარტი
საქართველო-სან-მარინო

ივნისი
შვედეთი-საქართველო

1-ლი სექტემბერი
ესტონეთი - საქართველო

6 სექტემბერი
საქართველო - ხორვატია

რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები - ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი - დავით გვარამაძე.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწვრთნელო შტაბს უკეთესს ვერ ინატრებ. ნეტავ არ მოწყიდანთ ამდენი შერცხვენა ამ ხალხს.რამდენჯერ, მერამდენედ წადით, რა სახლში არ არის მწვრთნელობა თქვენი საქმე. რატომ უშლით ნერვებს მთელს საქართველოს. რაც კარგი გააკეთეთ თამაშის პერიოდში სულ ძმარად ამოადინეთ ხალხს მწვრთნელობისას.
0
555-ს. ვინ ხარ, რას ჩასაფრებულხარ. რაიმე კარგი მაინც უსურვე ან .... ნუ მოკლედ რა...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული