შეგახსენებთ, რომ ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ნაკრებს თურქეთში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა: ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია, გიორგი ხარაიშვილი.
რაც შეეხება მთავარ მეკარეს, ოთო გოშაძეს, თურქული "ქასიმფაშას" კიპერი ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა და 19-წლამდელებს ვერც ის დაეხმარა.
შეკრებაზე, 28 და 30 მარტს, ჩვენმა 19-წლამდელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს პოლონეთთან და, როგორც ჩანს, დანაკლისმა მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ბელექში გამართული პირველი შეხვედრა პოლონელთა
არადა, ანგარიში 45-ე წუთზე პენალტით ჩვენებმა გახსნეს. 58-ე წუთზე წონასწორობა პოზნანის "ლეხის" ნახევარმცველმა იაკობ სერაფიმმა აღადგინა. ამის შემდეგ პოლონელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ: ორ წუთში მეტოქე გდანსკის "ლეხიას" თავდამსხმელმა ადამ ბუკსამ დააწინაურა.
67-ე წუთზე "ვოლფსბურგის" თავდამსხმელმა პაველ ლისიაკმა თავისიანების უპირატესობა გაზარდა, ხოლო 78-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, თევზაძე, კილასონია, მოხევიშვილი, კიტეიშვილი, კვირკვია, ბერიძე, კერძევაძე; შეცვლაზე: მალანია, მესხი, ჩიხლაძე.
30 მარტს ჩვენები და პოლონელები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად უგოლოდ გაიყარნენ. არადა, კარის აღება ორივე გუნდს შეეძლო.
საქართველო: კუპატაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, დუმბაძე, მოხევიშვილი, შულაია, კიტეიშვილი, ბერიძე, კერძევაძე; შეცვლაზე: კვირკვია, ჩიხლაძე, ჭკუასელი, კილასონია.
ამით 19-წლამდელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. გიორგი დევდარიანის შეგირდთა მომდევნო შეკრება აპრილის ბოლოს, უკრაინაში დაიგეგმა, სადაც ამ ქვეყნის 19-წლამდელებთან ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ - 28 და 30 აპრილს ორივე მატჩი კიევში შედგება.
ბოლო შეკრება მაისის შუა რიცხვებში, თბილისშია დაგეგმილი. 29 მაისიდან 3 ივნისამდე კი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდში ესპანეთს, პორტუგალიასა და თურქეთს დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"