საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთთან მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ მატჩს ესპანეთის თანატოლთა გუნდთან მართავს. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები იგებენ - 2:1.

ანგარიში მარკო ასენსიომ მე-14 წუთზე გახსნა, მეორედ კი ოთო გოშაძის კარი 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ აიღო.

გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე,
მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია, კერძევაძე (კ), ჩაბრაძე.

ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თურმე იციან ტამასჰი ცჰვენებმა.50 წელია ვადევნებ თვალს ფეხბურტს,ახალგაზრდა ტალანტები ყოველტვის გვყავდა და წარმატებითაც ტამასჰობდნენ დზველ დროს. ატამასჰეთ ფეხბურთი და არა დაცვიტი ფეხბურტი.
0

სიახლეები პოპულარული