17:52 29-05-2015
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთთან მარცხდება [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მარკო ასენსიომ მე-14 წუთზე გახსნა, მეორედ კი ოთო გოშაძის კარი 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ აიღო.
გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია, კერძევაძე (კ), ჩაბრაძე.
ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თურმე იციან ტამასჰი ცჰვენებმა.50 წელია ვადევნებ თვალს ფეხბურტს,ახალგაზრდა ტალანტები ყოველტვის გვყავდა და წარმატებითაც ტამასჰობდნენ დზველ დროს. ატამასჰეთ ფეხბურთი და არა დაცვიტი ფეხბურტი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული