U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მეორე მატჩი პორტუგალიის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

31 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ, I ჯგუფის მეორე შეხვედრაში წაგებით გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.

ანგარიში პორტუგალიელებმა უკვე მე-4 წუთზე, პედრო როდრიგესის ზუსტი 11-მეტრიანით გახსნეს.

ტაიმის მიწურულს ზურაბ მალანიამ (45) გაათანაბრა, გურამ გოშთელიანმა კი 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინაც გაიყვანა.

მაგრამ ქართველმა ჭაბუკებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - ოთო გოშაძის კარი ჯერ ფლავიო სილვამ
აიღო 70-ე წუთზე, აქედან 6 წუთში კი უკვე ჟილ დიასმა გაიტანა და საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

88-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან ლუკა ზარანდია გააძევა.

მანამდე გამართულ შეხვედრაში, ესპანელმა ჭაბუკებმა თურქი თანატოლები გაანადგურეს - 5:0.

დუბლით ბორხა მაიორალი გამოირჩა (55, 77 წუთებზე), თითო კი ალფონსო პედრასამ (8) ხესუს ვალეხომ (43) და მარკო ასენსიომ (73) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ჯგუფს სათავეში მოექცა.

ელიტრაუნდი, რომელსაც თბილისის მასპინძლობს, 3 ივნისს დასრულდება - მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე პორტუგალია ესპანეთს, ხოლო საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეტყობა ავტორს არ ესმის მნიშვნელოა დიტყვებისა "გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნაო".
ამერიკელი
01 ივნისი 2015 01:27
0
საღოლ ბიჭები ძალიან კარგად ითამაშეთ. გვეკუთვნოდა გამარჯვება მაგრამ არაუშავს.
fc
01 ივნისი 2015 01:09
0
ბიჭებმა კარგად ითამაშეს მაგრამ იღბალი მათ მხარეს არ იყო. არა უშავს ღირსეული თამაში იყო
grisha
31 მაისი 2015 23:58
0
იქნებ ვინმემ ამიხსნათ, რა სინდისით რა ნამუსით და რა გეგმით განთავისუფლეს ამ ნაკრების მტავარი მწვრთნელობიდან ვასილ მაისურაძე ???~
მწარე
31 მაისი 2015 21:40
0
Aრა უჰავს კარგი ბიცები izრდებიან
nene
31 მაისი 2015 21:06
0
რატომ ცავაგეთ რა გვაკლია ხომ ვერ მეტკვით შპანა ვართ თუ ზველი ბიჩები
zuka
31 მაისი 2015 20:34
0
რატომ ცავაგეთ ხომ ვერმეტკვით რატომ ესროლა ბურთი ზარანდიამ მსაჯს აბა ვინ მეტკვის
datooooo gaushvit
31 მაისი 2015 20:06
0
ცალკე საკითხია რუმინელი მსაჯების თავხედობა (სხვა სიტყვები არ მოდის თავში). ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა რუმინელი მსაჯები აშკარად მიკეროებულები (და აგრესიულებიც!) არიან ჩვენი ფეხბურთელების საწინააღმდეგოდ! უკვე ისე გათავხედდნენ, რომ თბილისშიც გვჩაგრავენ. მე არ მესმის, საით იყურება ჩვენი ფედერაცია?! რატომ არ სვამს ამ საკითხს დღის წესრიგში? ფაქტები უამრავია, რომლებიც ამტკიცებენ ამ ვაი-მსაჯების მიკერძოებას. ალბათ ამჯერად ის ვერ აიტანეს, 19-წლამდელების შესარჩევში სწორად რუმინეთი რომ დავაჩოქეთ აკადემიურ სტილში. თუმცა ეს სრულებით არ ამართლებს ჩვენი ფეხბურთელების დღევანდელ ძალიან არაეფექტურ თამაშს (მონდომება არ აკლდათ, თუმცა ფაციფუცმა და მომენტების გამოუყენებლობამ შესაბამისი, უკვე ტრადიციად ქცეული, შედეგი მოიტანა.
Tengo
31 მაისი 2015 19:41
0
სიტყვები არ მყოფნის ისე ვარ გაბრაზებული და გაოგნებული. პორტუგალიას ფაქტობრივად გადავუარეთ და დავთრგუნეთ. თუმცა იძალა უძველესმა ქართულმა სენმა - უამრავი მომენტის ასე საოცრად განიავება. ჩვენები თავდასხმაში საოცარ შეცდომებს უშვებდნენ გადამწყვეტ მომენტში (უცნაური პასები, საქმის გართულება, უაზრო ბურთის თრევა), თან რეგულარულად. პორტუგალიას აჩუქეს, ფაქტობრივად მიართვეს გამარჯვება. და უკვე მერამდენე წელია ასე ემართებათ ქართველებს. საშინელება ის არის, რომ უკვე ამ ახალგაზრდულ ასაკშიც. ამის აღმოსაფხვრელად რატომღაც სერიოზულად არ მუშაობენ ჩვენი მწვრთნელები, უბრალოდ გაკვრით ამბობენ მომენტები ვერ გამოვიყენეთო. არადა, სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, არაფერი გამოვა!
kaxa
31 მაისი 2015 19:32
0
ფეხბურთის კომენტატორებს ვთხოვ ისწავლონ რა არის თამაშის რეპორტაჟი და რითი განსხვავდება ფეხბურთზე საუბრისგან(ან ჭორაობისგან)
რევაზ მებონია
31 მაისი 2015 19:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული