პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პირველი არხის" კომენტატორ სანდრო ცნობილაძეს 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ეთამაშებოდნენ, პირველი გოლის ეპიზოდში სტუმარი და მასპინძელი ფეხბურთელები ერთმანეთში აერია.

მოგვიანებით ცნობილაძემ ამ შეცდომის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

აღნიშნული მომენტი ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში და სხვადასხვა ფორუმზე განხილვის თემად იქცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი, რომელიც 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში უკვე მეორე შეხვედრა წააგო და ამით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი
დაკარგა. პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდები ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]

არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია
მკითხველის კომენტარები / 24 /
მემარჯვენეა აგი, მემარჯვენე! ახალი ჩამოკრული ქონდა ალბათ... მუაჰაჰა!
იპოლიტე
04 ივნისი 2015 10:55
0
ძმა შენ თეთრებისკენ ხარ თუ წითლებისკენ?
Otari
02 ივნისი 2015 15:07
0
ცნობილაძე მიკროფონთან არ მიხვიდე თორემ ტელევიზორს გადმოვაგდებ 4 სართულიდან და გიჩივლებ ფეხბურთის შეურაცყოფისათვის და ადამიანების შეცდომაში შეყვანისათვის
roman
02 ივნისი 2015 12:57
0
სოფელში რა უნადა, ერთმანეთში აერევა სიმინდი და ბალახი და სიმინდს მოჭრის ბალახის მაგივრად, სოფელს პროფესიონალი ხალხი ჭირდება.
vaxo
02 ივნისი 2015 12:08
0
თამაშია და ყველაფერზე ლაპარაკობს თამაშის გარდა,ახლა გუნდებიც აერია, არაა ეს ამ კაცის ბრალი, ვინც მიკროფონთან მიუშვა ისაა დასასჯელი. ამდენი კონკურსები ტარდება ერთი კომენტატორების კონკურსი ჩავატაროთ ანდა გავხსნათ კურსები, ეს ვაი კომენტატორებიც მოცილდებიან და ჩვენც დავისვენებთ.
gio
02 ივნისი 2015 11:36
0
რა ნასვამი ხომ არ იყო? თუმცა არც ეგაა გამორიცხული. შავს და თეთრს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს რა უნდა მაგას კომენტატორათ, მიეცით თოხი და ბარი და გაუშვით სოფელში.
kaxi
02 ივნისი 2015 08:26
0
ქეცბაია 3 წლის წინ უნდა გაეგდოთ. ამაში ეს მართალია მაგრამ როგორც კომენტატორი არის ნული. საერთოდ ერთი ნორმალური კომენტატორი არა გვყავს.
zaza
02 ივნისი 2015 02:35
0
ცნობილაძევ ეგ ზუსტად იმის ბრალია ძაან გენიოსი რომ გგონია შენი თავი.იხადე ახლა ბოდიშები და იყავი მასე.
gio1976
02 ივნისი 2015 00:11
0
ეს რომ ქეცბაიას გააკრიტიკებს :)))
მახსოვს როგორ იძახდა უნდა წავიდეს ქეცბაიაო. თავად თუ წავა ნეტა?
ადამიანს რომ საკუთარი ქვეყნის გუნდი შეეშლება. ეჰ :(
giorgi
01 ივნისი 2015 21:44
0
მართალია დგევანდელი კომენტატორები დზალიან ცუდათ უზგვებიან თამაშს იმის მაგივრად რომ ილაპარაკონ უშუალოდ თამასზე ყვებიან უინტერესო ამბებზე და ავიწყდებათ რომ ხალხს აინტერესებს უმთავრესად ფეხბურთის მიმდინარეობა ხოლო ტუ არსებობს საინტერესო ცნობები ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ რომელიც დაკავშირებულია შეიდზლება განაცხადო მაგრამ რაც შეიდზლება ნაკლებად უმეტესად კო ილაპარაკო ტამაშის მიმდინარეობაზე დგევანდელი კომენტატორები კი პირიქით საუბრობენ ტუ არ აქვთ სათანადო კვალიპიკაცია ხშირად მოუსმინონ და ისწავლონ კოტე მახარადზის მიერ გადმოცემულ თამასების კომენტარებს ეს ეხება ყველა დგევანდელ კომენტატორებს სამწუხაროდ
emzari
01 ივნისი 2015 19:23
0

სიახლეები პოპულარული