არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია

AutoSharing Option
31 მაისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" გამართული საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის (2:3) შემდეგ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამი არქიმანდრიტი ანთიმოზი გასახდელში შევარდა და მატჩის არბიტრს, რუმინელ რადუ პეტრესკუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება მალევე განიმუხტა და არქიმანდრიტი გარეთ გაიყვანეს, მაგრამ, თურმე, ამის მერეც აგრძელებდა ბილწსიტყვაობას.


"ლელოს" კორესპონდენტი ამ ამბავს არ შესწრებია, სხვადასხვა წყაროსგან კი დავადგინეთ, რომ ფიზიკური არა, მაგრამ არქიმანდრიტ
ანთიმოზის მიერ არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფა კი ყოფილა.

მოგვიანებით, არქიმანდრიტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა განმარტება, რასაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

"ეხლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდი ნასვამი და ვცემე!

სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში, რუმინელი ესე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუთუ არ შეიძლება აილაგმოს ეს ვითომ მღვდელმსახური? არა რა, ჩვენ არ გქვია სახელმწიფო. ქვეყანა კი არა, სუფთა ბალაგანია.
meko
16:40 01-06-2015
0
როცა ჩვენი ფედერაცია ხმას არ იღებს ამ რუმინელი მსაჯების აგრესიაზე ჩვენი ფეხბურთელების მიმართ, დიახაც ძალიან კარგია, რომ მამა ანთიმოზმა ამოიღო ხმა და იმ უნამუსოს აგრძნობინა, რომ არაფერი იმალება და არავის არაფერი შერჩება ტყუილუბრალოდ.
zura
20:59 01-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული