გიორგი პაპუნაშვილი: ინგლისის კარში ბოლო წუთზე გატანილი გოლი არ მავიწყდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა გასვლით მატჩში სამი უპასუხო გოლი გაუტანეს სან მარინოს.


თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებით დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლის ავტორ ნიკა კაჭარავასთან ერთად, აშკარად გამორჩეული გახლდათ თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი პაპუნაშვილი. თამაშის შემდეგ ეს უკანასკნელი კახა ცხადაძემ უმალ მთავარ გუნდში მიიწვია, რომელიც ავსტრიულ შეკრებაზეა.


პაპუნაშვილს "ლელო" სან მარინოში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- თავდაპირველად, შეაფასეთ სან მარინოსთან მატჩი...
- როცა ამ თამაშს ვაფასებთ, უნდა ითქვას, რომ მოწინააღმდეგე მთელი მატჩის განმავლობაში 11 ფეხბურთელით "იჯდა" უკან. ამის მიუხედავად, მოვახერხეთ 3 გოლის გატანა... ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ.

- რა თქმა უნდა, თქვენთვის დაუვიწყარი იქნება ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გატანილი გოლი. კიდევ რომელ გოლებს გამოარჩევდით თქვენი კარიერიდან?
- ვერასოდეს დავივიწყებ ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს მატჩის ბოლო წუთზე.

- როგორ ფიქრობთ, შეუძლია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამ ურთულეს შესარჩევ ჯგუფში წარმატებით თამაში?
- მჯერა ამ გუნდის. ქომაგი წარმატებას ელის ჩვენგან და ვალდებულნი ვართ, ეს ნდობა გავამართლოთ. ჯგუფი ურთულესია, მაგრამ მაინც შეგვიძლია წარმატებით თამაში.

აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ერთი დიდი ოჯახია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პაპუნაშვილი დინამოდან თუ წავიდა დინამოზე გული სულ ამიცრუვდება და კიდევ კაკაბაძე
nodarichi123
21:59 05-06-2015
0
წარმატებები!!!ახალგაზრდული ნაკრები ჩვენი იმედია!
ზაზა
20:34 05-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული