საქართველოს 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს მოუგეს

AutoSharing Option
22 ივნისს ასტანაში დაიწყო ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი - "პრეზიდენტის თასი".

ჩვენი ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები რუსეთის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებები არიან.

ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან გამართა. ქიმერიძისა და ხარაბაძის გოლებით გოჩა ავსაჯანიშვილის ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. უკვე მე-13 წუთზე აკაკი ქიმერიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ რუსეთის ნაკრები ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი გუნდით უტევდა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში შედეგიანი დარტყმის განხორციელებას ვერ ახერხებდა.

სამაგიეროდ,
35-ე წუთზე, ლევან ხარაბაძის ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს კვლავ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსები, თუმცა მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. არადა, რუსებს მშვენიერი შანსი მიეცათ, ანგარიშის სხვაობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეემცირებინათ, თუმცა ნიკიტა რიბაკოვმა ლუკა გუგეშაშვილს ვერ აჯობა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა პენალტი მოიგერია.

23 ივნისს საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბელორუსის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგო.

22.06.2015. "ასტანა არენა"
U17. რუსეთი-საქართველო 0:2 (0:2)
გოლები: ქიმერიძე (13), ხარაბაძე (35)

რუსეთი U17: ბატერი (კატკოვი 74), ნესტეროვი, კაკვასინი, კახიძე, ტოპილსკი (ფილიპენკოვი 41), რიბაკოვი, პეტოში (ვოლკოვი 63), ცაავა (გალოიანი 41), მამარასული (ვლადიმიროვი 69), აიბოვი (ფეოკტისტოვი 51), კოპილოვი

საქართველო U17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი 75), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (ოზბეთელაშვილი 75), ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 78), ნინუა, ქიმერიძე, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 54)

მთ. მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი ნაკრებია მემეწონა მაგრამ აზერბაიჯანთან რა მოხდა ვერ გავიგეთ წარმატებები ბიჭებო
gio
26 ივნისი 2015 21:03
0
მასეა საბურტალოს ამ ასაკსი გაგუაა რომელიც ცალიან სუსტი მცვრტნელია,,ტანაც ეგ გაგუა დინამოდან გამოგდებულია,,ცელს კველა ტამასი მოუგო დინამომ,,ტანაც ფეხბურტელებიც უკმაკოფილო არიამ გაგუატი
ika
23 ივნისი 2015 09:14
0
გაიხარეტ ბიცებო,,მაგრებიხარტ,,აი არარიან საბურტალოდან მაგრამ იგებენ ტამასებს..
gri
23 ივნისი 2015 09:09
0
კარგია რომ დაამარცხეთ ...,მაგრამ რა გინდოდათ ასტანაში?
datiko48
23 ივნისი 2015 05:21
0
საგოლ ბიჭებო ხვალაც გაგვახარეთ გთხოვთ კაკი კაი კაცი ხარ ძმა
gio
22 ივნისი 2015 19:38
0
ყოჩაღ ბიჭებს მასე გაგერგძელებინოთ თამაშები
ემზარი
22 ივნისი 2015 18:58
0

სიახლეები პოპულარული