საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში დამარცხდა

AutoSharing Option
3 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ხორვატიის ქალაქ კოპრივნიცაში გამართა ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და 0:1 დამარცხდა.

23-ე წუთზე ხორვატთა შეტევის შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყუროდ ერთბაშად სამი ხორვატი დატოვეს და ანტონიო მილიჩმაც აუღელვებლად გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდში დაცვის ხაზის სუსტი თამაში თვალშისაცემი იყო.

ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, 1:0 ხორვატთა სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი გუნდის მეორე თამაში იყო ჯგუფში, პირველ ტურში
ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სტუმრად სან მარინო დაამარცხა - 3:0.

საქართველო: ქურდაძე, დვალი, გადრანი (79. ენდელაძე),
უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), ცნობილაძე, კვირკვია, კაჭარავა (46. გოშთელიანი).
მკითხველის კომენტარები / 6 /
19 წლამდე მაგრები არიან. მერე რა ემართებათ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს.
გუჯა კახაძე
03 სექტემბერი 2015 21:52
0
მადლობა ხორვატიის ნაკრებს, საქრთველოს ნაკრები უანგაროთ რომ ავარჯიშა ფიზიურ მომზადებაში
Malxazi
03 სექტემბერი 2015 21:40
0
აი ეს ვერ გამოგია ხორვატიასთან მოგება რატომ უნდა დაგეგმო გასვლაზე?მესმის სახლში რომ დაგეგმო...
Bacho
03 სექტემბერი 2015 20:57
0
ვერ გავიგე 2 დღე აქვს მწვრთნელს და რაუნდა ქნას ორ დღეში?
giorgi
03 სექტემბერი 2015 20:28
0
ჩვენ მოგება გვინდოდა!მაგრამ რომ დაფიქრდე ხორვატიას რითი ჯობიხარ რომ მოუგო.ეგ არაფერი გული არ გაიტრხოთ
giorgi
03 სექტემბერი 2015 20:08
0
ვნახე და ნერვების თამაში უფრო იყო ვიდრე ფეხბურთი.ძაან სუსტი ნაკრებია,ნამდვილად მომავალი არ ჩანს ჯერჯერობით,ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრებს ნამდვილად მომავალი არ აქვს.არც სისწრაფეა,არც ფიზიკა,უკან და მეკარეზე თამაშით წინ ვერ წავალთ,ალბათ ეს დაავადებაა თანამედროვე ქართული ფეხურთის.......
მალხაზი
03 სექტემბერი 2015 20:03
0

სიახლეები პოპულარული