საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში დამარცხდა

AutoSharing Option
3 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ხორვატიის ქალაქ კოპრივნიცაში გამართა ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და 0:1 დამარცხდა.

23-ე წუთზე ხორვატთა შეტევის შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყუროდ ერთბაშად სამი ხორვატი დატოვეს და ანტონიო მილიჩმაც აუღელვებლად გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდში დაცვის ხაზის სუსტი თამაში თვალშისაცემი იყო.

ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, 1:0 ხორვატთა სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი გუნდის მეორე თამაში იყო ჯგუფში, პირველ ტურში
ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სტუმრად სან მარინო დაამარცხა - 3:0.

საქართველო: ქურდაძე, დვალი, გადრანი (79. ენდელაძე),
უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), ცნობილაძე, კვირკვია, კაჭარავა (46. გოშთელიანი).
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვნახე და ნერვების თამაში უფრო იყო ვიდრე ფეხბურთი.ძაან სუსტი ნაკრებია,ნამდვილად მომავალი არ ჩანს ჯერჯერობით,ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრებს ნამდვილად მომავალი არ აქვს.არც სისწრაფეა,არც ფიზიკა,უკან და მეკარეზე თამაშით წინ ვერ წავალთ,ალბათ ეს დაავადებაა თანამედროვე ქართული ფეხურთის.......
მალხაზი
20:03 03-09-2015
0
ჩვენ მოგება გვინდოდა!მაგრამ რომ დაფიქრდე ხორვატიას რითი ჯობიხარ რომ მოუგო.ეგ არაფერი გული არ გაიტრხოთ
giorgi
20:08 03-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული