U21. ხორვატია-საქართველო 1:0 - როცა ენერგია არ გყოფნის... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩი ზაგრებიდან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ კოპრივნიცაში გაიმართა. 4-ათასიან "გრადსკი სტადიონზე" დაახლოებით 3 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ქომაგთა მცირე რაოდენობა იყო საქართველოდანაც...

სამწუხაროდ, ფიზიკური კონდიციები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ნაკრების მარცხისა. ჩვენმა გუნდმა მილიჩისგან გოლი 23-ე წუთზე გაუშვა, რის შემდეგაც თამაშის შემოსატრიალებლად დრო საკმარისად კი ჰქონდა, მაგრამ... გადამწყვეტი იერიშისთვის ენერგია არ ეყო.

ამის საშუალება არც ხორვატებმა მოგვცეს, რომლებიც კარგად იდგნენ დაცვაში
და შეტევაშიც სწრაფად გადადიოდნენ. საბოლოოდ, მათ ჩვენზე ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულეს კარის მიმართულებით (13 - მათი, 6 - ჩვენი) და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა კი დაგვანახვა, რომ ბურთზე კონტროლიც შეუძლია, "ქართულად" კაცის მოტყუებაც, მაგრამ თუნდაც ხორვატიასთან მოსაგებად მეტი აგრესიაა საჭირო.

ჩვენი 21-წლამდელები მომდევნო შეხვედრას ესპანეთთან, 7 ოქტომბერს თბილისში გამართავენ. ეს კიდევ უფრო რთული მატჩი იქნება და, შესაბამისად, მეტი ენერგიაც დაგვჭირდება.

მატჩის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნენად გრაჩანმა მოგების მნიშვნელობაზე ილაპარაკა, ჩამოთვალა ჯგუფის მეტოქეები, მათ შორის - საქართველო და დასძინა - ასეთ მოწინააღმდეგეებთან ჭიდილში ჯგუფიდან გასვლა რთული იქნებაო.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ კი ჯერ მეტოქეზე ილაპარაკა:

"მივულოცავ ხორვატიას გამარჯვებას. მათ ნამდვილად საინტერესო გუნდი ჰყავთ და მატჩიც ასევე საინტერესო გამოდგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყოველ თამაშში შედეგზეა ორიენტირებული, თუმცა ამ შეხვედრაში ფრეც მისაღები იყო.

აქვე, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე - ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვქონდა, რაც ასეთი დონის შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ არის - არ გვქონდა დრო გუნდის ფიზიკურად მოსამზადებლად. ამიტომ აუცილებელია, ნაკრებში ფეხბურთელი სათანადო კონდიციებით ჩამოვიდეს. მას ფიზიკურ მომზადებაში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

ამ საკითხზე ბიჭებს ვესაუბრე და მომავალი მატჩებისთვის ეს ყველაფერი კარგად უნდა გაითავისონ".

U21. ევრო 2017. VI ჯგუფი
03.09.2015. კოპრივნიცა (ხორვატია)
ხორვატია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 ა. მილიჩი (23)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, მიკანოვიჩი, ა. მილიჩი, რადოშევიჩი, კოლინგერი, ჰალილოვიჩი (65. ვლაშიჩი), როგი, კორიჩი (56. კროვინოვიჩი), პაშალიჩი, კოლარი (89. ბრლეკი), კალეტა-კარი.
სათადარიგოები: მიკულიჩი, ბენკოვიჩი, პერიცა, ჩაპანი
მწვრთნელი: ნენად გრაჩანი
საქართველო: ქურდაძე, დვალი, გადრანი (79. ენდელაძე), უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კაჭარავა (46. გოშთელიანი), კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), ცნობილაძე, კვირკვია.
სათადარიგოები: გოშაძე, სანდოხაძე, ფანცულაია, თევზაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დვალი (30), ცნობილაძე (40), აბურჯანია (49), ჰალილოვიჩი (53), რადოშევიჩი (58), ხარაიშვილი (70), კვირკვია (90)
არბიტრი: ს. ედვარსტენი (ნორვეგია)

U21. ევრო 2017.  VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
2. საქართველო 2 1 0 1 3-1 3
3. ესპანეთი 1 1 0 0 2-0 3
4. ხორვატია 1 1 0 0 1-0 3
5. ესტონეთი 2 0 1 1 0-2 1
6. სან მარინო 3 0 1 2 0-6 1

ვაჟა სიმონიშვილი კოპრივნიციდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხორვატია ჩვენზე ძლიერია და მოგვიგო.ეს არ ნიშნავს იმას რომ შეურაწყოფა მიაყენო ისეთ ადამიანს რომელიც არ იმსახურებს!
giorgi
05 სექტემბერი 2015 15:00
0
ბ-ნო ალექსანდრე ძალიან გბალეშიკობთ,რატომ წაიყვანა ცხადაძემ ოთარ კაკაბაძე თქვენი ნაკრების კაპიტანი?ხორვატიაში ნამდვილად იგრძნობოდა მისი არყოფნა.
giorgi
05 სექტემბერი 2015 14:31
0
რა ვქნათ ? ვიქნებით ზრდილობიანნი. საქმეს რა ეშველება თორე.
giorgis
05 სექტემბერი 2015 14:14
0
ეე კლიმენტი ზრდილობა არ გაქვს?ჩვენი ლეგენდა კაცია ბ-ნი საშა ჩივაძე და ყველა ქართველს გვიყვარს,სანამ კომენტარს დაწერ გაანძრიე ეგ გასიებული თავი რომ გაბია!
giorgi
05 სექტემბერი 2015 14:00
0
ძალიან იმედიანად უყურებ ჩვენ ახალგაზრდულს ნაკრებს,და მჯერა რომ ჩივაძე კარგ პეხბურთელებს მიაწვდის დიდ ნაკრებს.ახალგაზრდული ნაკრების მოვალეობაა მომზადებული და გამართული პეხბურთელი მიაწოდოს დიდ ნაკრებს,ჩივაძეს იმხელა გამოცდილება აქვს რომ 21-წლის ფეხბურთელს გადასცემს თავის 'ოპიტს'.ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო ბ-ნი საშა თუ დაუჯერებენ კარგი იქნება!!!
giorgi
05 სექტემბერი 2015 13:43
0
7 ში მაინც გამოიძახე ის ფეხბურთელები რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევდნენ ჩვენ გუნდს. პირველ რიგში გოროზიას ვგულისხმობ რათქმაუნდა.
Tornike
05 სექტემბერი 2015 12:55
0
გაუჭირდებოდათ!
ფეოლა
04 სექტემბერი 2015 15:26
0
საშა და ტრენერობა სად მოსულა
sano
04 სექტემბერი 2015 13:33
0
ბ-ნ ალექსანდრე ჩივაძეს! 2 დღე საკმარისი რომ არის ფიზიკური კონდიციების მოსამატებლად ამის შესახებ ვისაუბრეთ 1 წლის წინ. მოსვლას და ვარჯიშზე დასწრებას დამპირდით, მაგრამ ვერ მოახერხეთ.შესაძლოა დაუჯერებლად მიგაჩნიათ ასეთი სწრაფი შედეგი, ამიტომაც გითხარით, რომ თედო გრიგალაშვილმა გაიარა ეს კურსი და შეგეძლოთ მისთვის გეკითხათ.
გუჯა კახაძე
04 სექტემბერი 2015 12:19
0
როცა არ გყოფნის ენერგია,ანუ არ გაქვს ფიზიკა,დაუჯერეთ გუჯა კახაძეს,არ ითხოვს ეს კაცი უსაშველო გასამრჯელოს.ერთ-ორ შემთხვევაში ალბათ უსასყიდლოდაც გაირჯება.მოდით ცოტა აზრზე.
vaxvax
04 სექტემბერი 2015 12:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული