საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 აჯობა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, ლობჟანიძის პასით გოლი ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.

მე-20 წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასით ნიკა კაჭარავამ გაიტანა.

36-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში 3:0 გახადა და I ტაიმიც ასევე დასრულდა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ჩივაძის გუნდმა 4 თამაშიდან 2 მოიგო და 2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
xorvatiastan
rezo
14 ოქტომბერი 2015 09:51
0
ხორვატიასთან!!!!
elo
14 ოქტომბერი 2015 09:22
0
ჭიაბერ ჭეჭელაშვილს რატომ არ ათამაშებს ჩივაძე ეს ბიჭი ძალიან ძლიერი საყრდენი ნახევარ მცველია
koko
14 ოქტომბერი 2015 07:25
0
ჩივაძე კარგი ფეხბურთელი იყო თორემ მწვრთნელობის აზრზე არაა
zura
14 ოქტომბერი 2015 06:50
0
ერთი ესპანეთთან წავაგეთ და მეორე ვისთან??????
სს
14 ოქტომბერი 2015 01:06
0
ვულოცავ ბიჭებს !
avto7
13 ოქტომბერი 2015 21:04
0

სიახლეები პოპულარული