ოთარ კაკაბაძე: ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს 3:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. საკვალიფიკაციო ეტაპის ამ შეხვედრაში ქართველებიდან ოთარ კაკაბაძემ, ნიკა კაჭარავამ და ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინეს თავი.

მატჩის შესახებ და გუნდის შანსებზე ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ...

ოთარ კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებს თამაშის წინა დღეს შეუერთდა. ის გერმანიაში ეროვნულ გუნდთან ერთად იმყოფებოდა. ცხადია, მეორე დღეს მოედანზე გასვლა და 90 წუთის თამაში იოლი არ იყო:

"გერმანიიდან დიდი გზა გამომივიდა, მაშინვე ახალგაზრდულ ნაკრებს შევუერთდი და მატჩი სრულად ჩავატარე.
მაგრამ მთლიანობაში, ეროვნულ ნაკრებში მიღებული გამოცდილება და თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს".

ახალგაზრდა მცველს კომენტარი ესტონეთთან თამაშზეც ვთხოვეთ:

"ამ შეხვედრაში, სადაც მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა, 3 ქულაც მოვიპოვეთ და ვფიქრობ, საკმაოდ ლამაზი ფეხბურთიც ვაჩვენეთ. მართალია, მეორე ტაიმში ოდნავ მოვეშვით, მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილები ვართ.

მიხარია, რომ ამ მოგებაში გოლით ჩემი წვლილიც შევიტანე. ყველაფერი უცებ მოხდა - დაუცველი კუთხე დავინახე და უნდა დამერტყა.

ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. შევეცდებით, ესპანეთში არ წავაგოთ, შინ კი შვედებს და ხორვატებს მოვუგოთ. 6 ქულა გვაქვს და ეს მაიმედებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული