ოთარ კიტეიშვილი: სწრაფმა გოლმა თამაში გაგვიადვილა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს 3:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. საკვალიფიკაციო ეტაპის ამ შეხვედრაში ქართველებიდან ოთარ კაკაბაძემ, ნიკა კაჭარავამ და ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინეს თავი.

მატჩის შესახებ და გუნდის შანსებზე ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ...

ოთარ კიტეიშვილი:
"ვიცოდით, რომ ესტონელები დაცვიდან ითამაშებდნენ. სწრაფმა გოლმა თამაში გაგვიადვილა და მერე ყველაფერი შედარებით იოლად გამოგვდიოდა.

სხვათა შორის, თუ შენიშნეთ,
ესპანეთთან მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდით. მაგალითად, ესტონელების კართან მისაახლოებლად, სწრაფად უნდა გვეთამაშა და ბურთი არ დაგვეყოვნებინა.

ეს აუცილებელიც იყო, რადგან ესტონელები დაცვაში მჭიდროდ იდგნენ და სხვაგვარად მათ საჯარიმოში შეღწევა გაგვიჭირდებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული