საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, პირველი მატჩი უელსელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა - საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჭაბუკები 14 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება უელსელებთან მატჩს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნეს. რის აბრუზესმა უძლიერესი დარტყმით ოთო გოშაძეს ახლო კუთხეში
გაუტანა.

მაისურაძის შეგირდები შესვენებამდე რამდენჯერმე კი დაემუქრნენ უელსელთა კარს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, კიდევ ორი გოლი მიიღეს. ჯერ 44-ე წუთზე დანიელ ჯეიმსმა დააგვირგვინა თავისიანების სწრაფი კონტრშეტევა, შემდეგ კი - ჯორჯ ტომსმა (45+3).

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა მიზნად კარის უსაფრთხოდ შენახვა დაისახეს და უკან დიდი ძალებით დაიხიეს. ტაიმიც, პრაქტიკულად, ქართველი ფეხბურთელების შეტევებში წარიმართა და სტუმართა კართან ხიფათიც არაერთხელ შეიქმნა, მაგრამ ლუკ პილინგის კარში გოლის გატანა ვერავინ შეძლო.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ახალაძე (46, კომახიძე), ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი (46, გვარაძე), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, არაბიძე, გოშთელიანი, მიქელთაძე (71, კიკნაძე).

მანამდე "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
Gუშინ თამაშზე ვიყავი და ყოველთვის მივდივარ რომელ ასაკშიც არ უნდა ვთამაშობდეთ ,მაგრამ გულდასაწყვეტია,რომ ძირითადად სულ იმედგაცრუებული მოვდივარ იქიდან.გუშინაც ძალიან გაბრაზებული წამოვედი,წამოვედი და გზაში ვფიქრობდი მეტი რაღა ოცნება უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს ნაკრების მაისურის მორგების გარდა.ვფიქრობდი ნუთუ ამათზე უკეთესად მობურთავე 11 ბიჭი ვერ მოიძებნა საქართველოში მეთქი.ყველაფერში ჩამოვრჩებოდით უელსელებს და არც ბრძოლის უნარი ჰქონდათ,რომ მაგის ხარჯზე მაინც დიდი ანგარიშით არ წაგვეგო.ყველაფრის მიზეზი ბავშვთა ფეხბურთშია!მიხედოს ვინმემ მწვრთნელებს ,გონზე არ არიან ფეხბურთის და რა უნდა ასწავლონ მაგათმა.კობიაშვილო არ არის თავმომწონედ სიარულის დრო ესტონეთებში და ესპანეთებში,ჯობია სკოლა სკოლა იარო და მომავალ თაობას გვერდში დაუდგე!!!!
Zviad
13 ნოემბერი 2015 10:08
0
როცა გუნდი დაბნეული დაცვის გარეშე თამაშობს, მეკარემ რა ქნას? პირიქით ხელსუშლიდნენ თავიანთი უადგილი გადაადგილებებით. თუმცა მათ დასალაგებლად უნდა ეზრუნა, მაგრამ ამასაც გამოცდილება უნდა.
gizog
13 ნოემბერი 2015 09:52
0
დაიწყებენ ახლა გადაბრალებებს და თავის მართლებას-მოედნები არ გვივარგა; საშხაპეები არ არის წესრიგში; მოედანს არ ათბობენ; მესიზე ნაკლებს გვიხდიან...ხო მართალია, ხურცილავა და მესხი უემბლიზე გაიზარდნენ; დარასელია და გუცაევი მარაკანაზე, ხოლო ყიფიანი და ჩივაძე სანტიაგო ბერნაბეუზე. რაც შეეხება ხელფასებს-ვეღარ ითვლიდნენ იმდენს უხდიდნენ!
niko
13 ნოემბერი 2015 09:37
0
ამ თამაშში გუნდს მეკარე არ ჰყოლია....რამდენიც დაურტყეს,ყველა გაუშვა....
status quo
13 ნოემბერი 2015 09:33
0
რაგბის არ ყავდა გულშემატკივარი, მაგრამ ბიჭებმა თავიაანთი კარგი თამაშით და ქართველობით მიიზიდეს ხალხი სტადიონზე და რაგბიზე უფრო ბევრი ბავშ დადის ვიდრე ფეხბურთზე. მითუმეტეს არც სტადიონი ქონდათ სავარჯოც კი. ფეხბურთელები არიან ბალეტისტები, ერთსგაიფართხალებენ და თავში უვარდებათ, გუშნ არაბიძე არ ათამაშეს,
ქართველი
13 ნოემბერი 2015 08:17
0
რაც შეეხება გულშემატკივართა დასწრებას, თუ თამაში არ მანახე არ მივალ სტადიონზე, კომენტატორმა თქვა მხარდაჭერა აკლია წართველ ფეხბურთელებსო, ვერ გავიგე უელსელებს ყავდათ გულშემატკივრები??????? მიზეზები არ გელევათ რა...
ქართველი
13 ნოემბერი 2015 08:14
0
არანაირი ტაქტიკური მონახაზი არ არსებობდა გუშინდელ თამაშში, ცენტრიდან რომ ვერ შედიხარ ხომ უნდა მიხვდე რომ ფლანგებიდან შეუტიო და მოწინაამღდეგის საჯარიმოში 2-3 ფეხბურთელი მაინც შევიდეს????ეს შორიდან დარტყმებიც ვერ ისწავლეს და მოკლე პასებიც არ გამოვიდა.
ქართველი
13 ნოემბერი 2015 08:12
0
წადი არაა შენი საქმე არაბიძე ვარ.ტრენერ მიხვდი ოკ
qartveli
12 ნოემბერი 2015 23:30
0
უელსის ყველა ასაკობრივი ნაკრები ჩვენი "ბულკი" იყო. რა მოხდა, უკვე მაგათთანაც დიდი ანგარიშით აგებენ, თანაც სახლში. ესტონეთმა გერმანელებთან "წარმატებული მარცხის" მერე რეალობისკენ მოაბრუნა ეროვნული ნაკრები.
გიო
12 ნოემბერი 2015 22:51
0
კომენტატორმა თქვა ერთი ბურთის გატანა ლოგიკური იქნებოდაო, ან ორბურთიანი სხავობა მაინცო, ისე უფრო ლოგიკური საერთოდ რომ არ ეთამაშა ნაკრებს მგონი ის იქნებოდა,ან ითამაშეს ფეხბურთი კი საერთოდ
Malxazi
12 ნოემბერი 2015 17:57
0

სიახლეები პოპულარული