საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის VIII ჯგუფში მეორე მატჩი ალბანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რითაც ჯგუფიდან ელიტრაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა. საამისოდ ვასილ მაისურაძის გუნდს ბოლო მატჩში, 17 ნოემბერს, ჯგუფის ლიდერ ავსტრიასთან აუცილებლად მოგება სჭირდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ანგარიშის გახსნის პირველი რეალური მომენტი მასპინძლებს 56-ე, გიორგი არაბიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ჰქონდათ. მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გურამ გოშთელიანმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

კიდევ უფრო უკეთესი საგოლე შანსი ალბანელებს 68-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა რუბინ ჰებაიმ საქართველოს ნაკრების მეკარე ოთო გოშაძის მოტყუების შემდეგ, ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა.

ამის შემდეგ თამაში მაისურაძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. რამდენჯერმე არაბიძე დაემუქრა სტუმართა კარს, 76-ე წუთზე ის მეტოქის საჯარიმოში საეჭვოდაც დაეცა, თუმცა მსაჯმა არა პენალტი, არამედ სიმულაცია დააფიქსირა და გიორგი გააფრთხილა.

მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გოშთელიანი ამაოდ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, აი, 86-ე წუთზე კი მიზანს მაინც მიაღწია - 1:0. ამ გოლში უდიდესი წვლილი ირაკლი კომახიძეს მიუძღვის. ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელმა მარცხენა ფრთაზე ბრწყინვალე რეიდის შემდეგ კაპიტანს საგოლედ უპასა და ამ უკანასკნელსაც ბურთის კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (46, ბაშალეიშვილი), გვარაძე (78, ართმელაძე), ბიძინაშვილი (62, კიკნაძე), კომახიძე, არაბიძე, გოშთელიანი (კ).

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე მანამდე ჩატარდა, ავსტრიის ნაკრებმა უელსს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გოლები ქსავიერ შლაგერმა (20) და პეტარ პავლოვიჩმა (66) გაიტანეს და ამით ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზეა, ელიტრაუნდის საგზური პრაქტიკულად გაუნაღდეს.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. VIII შესარჩევი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 2 2 0 0 4-1 6
2. უელსი 2 1 0 1 3-2 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
4. ალბანეთი 2 0 0 2 1-3 0.
მკითხველის კომენტარები / 11 /
tu 6 qulit mesame adgilze gavaedit jgufidan mainc gavalt, rogorc yvelaze magal quliani mesamme adgilosani
zura
03:17 15-11-2015
0
ისე სტატიის ავტორს რომ აეხსნა რომელი სცენარით შეიძლება საქართველო გავიდეს, არ იქნებოდა ურიგო
Georgiano
01:46 15-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული