12 ნოემბერს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ალმერიაში ესპანელ თანატოლებთან 0:5 დამარცხდა.
"ესპანეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და თამაშიც საკმაოდ რთული გამოდგა. მიუხედავად ამისა, უკეთესად გვმართებდა გარჯა.
გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით ამ მარცხისთვის და ვპირდებით, რომ შემდეგ თამაშში, შვედეთის ნაკრებთან, 3 ქულის მოსაპოვებლად 100%-ით დავიხარჯებით. მითუმეტეს, ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდება ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად.
ყველაფერს გავაკეთებთ გულშემატკივრის იმედების გასამართლებლად", - თქვა დვალმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო