ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს, 5 მატჩიდან 6 ქულით, VI საკვალიფიკაციო ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ურთულესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - მხოლოდ 3 ქულის აღება მართებს საიმისოდ, რათა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს.
ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ურთულესი ამოცანაა. მეტადრე, ხორვატიის, ესპანეთისა და შვედეთის
* * *
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან სათამაშოდ შემდეგი შემადგენლობით ემზადება:მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე - ლოკომოტივი);
მცველები: ლევან გეგეჭკორი (შუქურა), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), დავით უბილავა (ლოკომოტივი), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი);
ნახევარმცველები: ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე - ცხინვალი), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი II, გერმანია), ავთო ენდელაძე (სამტრედია), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი);
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი ფანცულაია (საბურთალო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
შვედეთის ნაკრების შემადგენლობისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი კმარა, რომ მივხვდეთ - ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. ბოლო წლებში სკანდინავიელები ძალიან კარგად გამოიყურებიან ახალგაზრდულ ასაკში. სკანდინავიელთა მწვრთნელმა ჰაკან ერიქსონმა ეს მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: ანტონ კაიტოფტი (იონჩოპინგი), იესპერ იოჰანსენი (მიალბი);
მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (კოპენჰაგენი, დანია), ემილ კრაფტი (ბოლონია, იტალია), ვიქტორ ლინდელოფი (ბენფიკა, პორტუგალია), ვილუს ლინკვისტი (ნორჩოპინგი), ადამ ლუნდკვისტი (ელფსბორგი), იოაკიმ ნილსონი (სუნდსვალი), ნოა სონკო (აიკ);
ნახევარმცველები: სიმონ ტობინგი (გრონინგენი, ჰოლანდია), კრისტოფერ ოლსონი (მიდტიულანდი, დანია), მელკერ ჰალბერგი (ვალერენგა, ნორვეგია), კარიმ მრაბტი (იურგორდენი), ალეკსანდრ ფრანსონი (ნორჩოპინგი), სიმონ გუსტაფსონი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), არბერ ზენელი (ელფსბორგი), ისაკ სევანკამბო (დერბი, ინგლისი), მუამერ ტანკოვიჩი (ალკმაარი, ჰოლანდია);
თავდამსხმელები: გუსტავ ენგვალი (გიოტებორგი), გუსტაფ ნილსონი (ფალკენბერგი).
* * *
მატჩის წინა დღეს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა.- როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური 8 ნოემბერს შედგა. ამ დროს ჩვენი ლეგიონერებიც თამაშობდნენ თავიანთ კლუბებში და ამიტომ ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი შემადგენლობა. შესაძლებელი იყო, რომელიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოგვკლებოდა...
სწორედ ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან გიორგი თევზაძე და მათე კვირკვია. რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, მას ესპანეთთან შეხვედრაში დისკვალიფიკაცია ჰქონდა. სწორედ ამის გამო არ იყო ის ალმერიაში.
ჩვენ შევისწავლეთ შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების თამაში. მათ ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თუ წარმატებით ვითამაშებთ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაგვრჩება.
ნებისმიერი ახალგაზრდული ნაკრებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მომზადება. მაგალითისთვის, ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებიდან ბოლო დროს ეროვნულ გუნდში არაერთი ფეხბურთელი გადავიდა. ჩემი სუბიექტური აზრია - უკეთესი იქნებოდა, ეროვნულ გუნდში გამოძახებულ მათე ცინცაძესა და ოთარ კაკაბაძეს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ეთამაშათ ოფიციალური შეხვედრები.
- თქვენი აზრით, რა იყო ესპანეთთან დიდი ანგარიშით მარცხის მიზეზი?
- მთავარი მიზეზი იყო ჩვენი ფეხბურთელების მიერ დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები.
- რატომ არ არის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი გოროზია?
- კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ფეხბურთელებზე შევაჩერეთ არჩევანი.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. VI ჯგური
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12
2. ესპანეთი 4 3 1 0 13-3 10
3. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7
4. საქართველო 5 2 0 3 8-11 6
5. ესტონეთი 6 1 1 4 2-15 4
6. სან მარინო 6 0 1 5 1-15 1
17 ნოემბერი
გორი. 14:00. LIVE "I არხზე"
საქართველო-შვედეთი
ხორვატია-ესპანეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"