საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში შვედეთთან წააგო

AutoSharing Option
დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის VI საკვალიფიკაციო ჯგუფში მეექვსე მატჩი შვედეთის ნაკრებთან გამართა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ბოლო შანსიც დაკარგა.

გორში ანგარიშის გახსნა სტუმრებს 22-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ორიოდ წუთში შვედების კარში გოლი გავიდა, თუმცა მსაჯმა ნიკა კაჭარავაზე თამაშგარე დააფიქსირა. შვედები 33-ე წუთზეც გადარჩნენ - გატანის კარგი შანსი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილი ურტყამდა სახიფათოდ,
შემდეგ კი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კაჭარავამ შეაგება თავი. ბურთი მცირე მანძილით ასცდა შვედების კარს.

პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა, პრაქტიკულად, შეტევაში გაატარა, თუმცა შვედებმა კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლეს.

შესვენების შემდეგ საწყის წუთებში შვედების მიერ მოწოდებული კუთხური სახიფათო იყო, მაგრამ გადავრჩით. მე-60 წუთზე კი უკვე სტუმრები გადარჩნენ - ჯერ ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ კაჭარავამ ბურთს ფეხი ვერ შეაგება, ერთ წუთში კი უკვე ლაშა ქოჩლაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

და იმ ფონზე, როცა უპირატესობას ვფლობდით, მაინც შვედებმა გაიხარეს - 71-ე წუთზე, თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, კერიმ მრაბტიმ ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ბექა ქურდაძისგან შორეულ კუთხეში.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა - დარჩენილ დროში გათანაბრების შანსი კუთხურის შემდეგ ლაშა დვალს ჰქონდა, თუმცა...

ალექსანდრე ჩივაძის გუნდს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 6 შეხვედრაში (2 მოგება, 4 წაგება) 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი (კ), უბილავა, ცნობილაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კაჭარავა (62, ჭანტურია), ფანცულაია (46, ქოჩლაძე).
მკითხველის კომენტარები / 14 /
აქეთ და ადიდეთ. ვინ გიშლით?
მაგრამ მე არ მომწონს ამათი ძველმოდური თამაში. რა ვქნა? ენა ჩავიგდო? თუ ვთვა რომ ძველმოდურ ფეხბურთს ვთამაშობთო. რაც შეეხება ქინქლაძეს-ჯობია არაბიძემ გუნდური თამაში ისწავლოს, ვიდრე ქინქლაძეს მიბაძოს. ქინქლაძე ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის.
ara
17 ნოემბერი 2015 19:09
0
555 ანუ 9 ნომერი კახელი გლეხი. ბოდიში საყვარელ ნაღდ კახელ გლეხებთან.
mersi buku
17 ნოემბერი 2015 17:27
0
ქართველი-ს (სახელის დაქრმევა მაგარი იცით ზოგიერთებმა "ქართველი", პადუმაეშ!!). ეს ერთი. მეორე, შენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, აღფრთოვანებული ვარ არაბიძის თამაშით და მასში უდიდეს ტალანტს ვხედავ. მე ის მაგონებს გიო ქინქლაძეს, რომელიც ბოლო წლების ყველაზე დიდი ტალანტი იყო, მაგრა.... მჯერა არაბიძეს არავინ მისცემს მოდუნების საშუალებას და სულ მალე (ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც 2X2=4), ტოპ კლუბში ამოყოფს თავს. თუმცა მისი ამჯამინდელი კლუბი "შახტარიც" უმაღლესი დონის ევროპული კლუბია. ასე რომ....
koki
17 ნოემბერი 2015 17:25
0
გავიგეთ, გვესმის და პატივს ვცემთ ჩივაძეს, არველაძეებს როგორც ყოფილ კარგ ფეხბურთელებს, მაგრამ როგორ შეიძლება შედეგების მიუხედავად ამ ადამიანებამ მართონ ფეხბურთი გაუთავებლად?! 20 წელია ამათ ხელშია ფეხბურთი და მოკვდა, აღარ არსებობს ქართული ფეხბურთი, წადით რა, სინდისი არ გაქვთ?!
levan
17 ნოემბერი 2015 17:23
0
მურთაზი-ს.  ... რატომ გავიდა დაუმსახურებლად 19 წლამდელთა ნაკრები, ერთი თქვი რა!! დააგროვა მესამე ადგილზე გასულ გუნდზე მეტი ქულები და გავიდა. რა არის აქ დაუმსახურებელი? ამიხსენით რა. გასაკვირი ის უფროა, როგორ გადაასწრო უელსის ნაკრებს, სადაც ფეხბურთი სახელმწიფო დონეზეა ასული და ისეთი პირობები აქვთ, ვერც კი დაგვესიზრმება ჩვენ. ვერ გავიგე რა გამოძრავებთ ან რა გინდათ? რატომ აღვივებთ ნიხილიზმს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებში? ბიჭებს ელიტაუნდში გასვლას ულოცავ. 17 წლამდელებიც გასულია უკვე. ასე რომ მომავალი მოდის. არ ჯობია ოპტიმისტურად შევხედოთ ყველაფერს და გვერდში დაუდგეთ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას!! კი აჯობებდა!!
giga
17 ნოემბერი 2015 17:20
0
არ გრცხვენიათ მწვრთნელობა ბატონებო, არ ჯობია დაანედბოთ თავი და სსვას დაუთმოთ ადგილი, ვაი თქვენს პატრონს ეს ჭანტურია საიდან მოიყვანეთ, .... კაცი და იმას რა უნდა სტადიონზე,
































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































dato
17 ნოემბერი 2015 17:08
0
19 წლამდელები სრულიად შემთხვევით გავიდნენ, არაბიზე იმდენი აქეს რომ 3 თამასში თავი ვერაფრითგამოიჩინა, სირბილი ეზარებათ, უგულოდ თამაშობენ, იმდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩრდილში დგას და არ აყავთ ნაკრებში, ან როგორ იპოვიან რაიონებში ეს მწვრთნელები არ დადიან, და იქაც თუ ჩავლენ ქეიფის მეტს არაფრს აკეთებენ ჩივაძე და გაბელია. ფეხბურთე;ების შერჩევაში სპროტული საიტების იმედად არიან .....
ქართველი
17 ნოემბერი 2015 17:06
0
ეს ბოლო კვირაა ჩვენი ნაკრებების შედეგები
''აღფრთოვანებას'' იწვევს. რატომ არ დადის სტადიონებზე ხალხი გითხრათ?არავის უნდა წაგებულ თამაშზე დასწრება.
gio
17 ნოემბერი 2015 17:05
0
მოაშორეთ ჩივაძე და გაბელია ნაკრებს,
ქართველი
17 ნოემბერი 2015 17:02
0
ამ პიარშიკებმა იმდენი ქნეს ეს ახალი ჭანტურია შეტენეს ნაკრებში, მაგრამ მაგისგან ფეხბურთელი არ დადგეს მანამ კარგად იყოს ჩვენი ფეხბურთი. აი თამადა კი მოგცეს ღმერთმა, კაცს სირბილი ეზარება, რის ფეხბურთი, რა ფეხბურთი, გამოუშვით ყანწი და ხაშლამა. კაჭარავასგან ინტერვიუს ჩაწერა არ გამოგრჩეთ. ამ კომენტატორებს კიდევ მე მგონი დავალებული აქვთ ჩვენი უსახური ფეხბურთელების ქება-დიდება, თანაც რა უტიფრად აკეთებენ ამას. ზოგიერთებს არ მოგეწონებათ სიმართლე, მაგრამ ცივი წყალი იშოვება და დალიეთ.
555
17 ნოემბერი 2015 16:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული