17 ნოემბერს, გორში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ალექსანდრე ჩივაძის გუნდი შვედ თანატოლებთან 0:1 დამარცხდა და ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
"საბურთალოს" მეკარე გუნდის გარჯით კმაყოფილი დარჩა და მიიჩნევს, რომ ეს არ იყო წასაგები თამაში.
"ნამდვილად არ იყო წასაგები თამაში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მომენტი გვქონდა, რომელთა რეალიზება, სამწუხ
ვფიქრობ, ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოვიდა...
რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და გარკვეულწილად, ამანაც იქონია შედეგზე გავლენა", - თქვა ქურდაძემ.