"საბურთალომ" "სტიაუასთან" მატჩამდე თავისი აღზრდილი მეკარე დაიბრუნა

AutoSharing Option
ბექა ქურდაძე, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და გარკვეული დროის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა, "საბურთალოს" დაუბრუნდა და ამიერიდან კვლავ თბილისელთა გუნდის ღირსებას დაიცავს.

25 წლის კარის დარაჯმა ახალ გუნდთან დღეს პირველი ვარჯიში უკვე გამართა. ის ბოლოს "გაგრას" ღირსებას იცავდა, იქამდე კი "სამტრედიასა" და თბილისის "ლოკომოტივშიც" უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ "საბურთალოს" ასევე დაუბრუნდენ მისი ყოფილი აღზრდილი ფეხბურთელები – გიორგი ჯინჯოლავა და გურამ გოშთელიანი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბურთალომ ჭკუა მაინც იხმარა და ევროტურნირებისთვის დაიმატა საკუთარი აღზრდილები და ასე თუ ისე გაძლიერდა...
წარმატებები საბურთალოს!
ზვიადი
17:35 17-07-2022
0
საბურთალოსო ესპანელები დაეხმარებიანო კერძოდ ვალეენსიის მეორე გუნდიდან..სად არიან აბა ის ესპანელები? ვაი თქვენს პატრონს..
ასევე
17:17 17-07-2022
0

სიახლეები პოპულარული