მწვრთნელი აღარ ჰყავს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებსაც. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს. ის კი შევიტყვეთ, რომ ჩვენს 17-წლამდელებს, რომელთაც მალე მინსკის საერთაშორისო ტურნირი ელით, დროებით ვახტანგ იაგორაშვილი ავარჯიშებს.
ფედერაციიდან შევიტყვეთ, რომ ყველა ნაკრებში სამწვრთნელო საკითხს 15 იანვრამდე მოეფინება ნათელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"