გადაწყდა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებში გიორგი ყიფიანი იმუშავებს. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რომელსაც ბოლოს ალექსანდრე ჩივაძე იკავებდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 24 და 26 იანვარს თბილისში ამხანაგურ მატჩებს ბულგარელ თანატოლებთან ჩაატარებს.
17-წლამდელები კი ნოემბერში, თბილისში ოთხთა ტურნირში იასპარეზებენ, სადაც საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის თანატოლთა გუნდებს გაეჯიბრებიან, მანამდე კი ამხანაგურ მატჩებს, სექტემბერ-ოქტომბერში პოლენეთთან, სერბეთსა და ხორვატიასთან
აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთათვის ხელფასები განისაზღვრა, რასაც გუნდის წარმატების შემთხვევაში ბონუსები შემდეგ დაემატება.