17-წლამდელთა ნაკრებში - ვასილ მაისურაძე, 19-წლიანებში - გიორგი ყიფიანი

AutoSharing Option
13 იანვარს საქართველოს ფეხბურთის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა საკითხი განიხილეს.

გადაწყდა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებში გიორგი ყიფიანი იმუშავებს. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რომელსაც ბოლოს ალექსანდრე ჩივაძე იკავებდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 24 და 26 იანვარს თბილისში ამხანაგურ მატჩებს ბულგარელ თანატოლებთან ჩაატარებს.

17-წლამდელები კი ნოემბერში, თბილისში ოთხთა ტურნირში იასპარეზებენ, სადაც საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის თანატოლთა გუნდებს გაეჯიბრებიან, მანამდე კი ამხანაგურ მატჩებს, სექტემბერ-ოქტომბერში პოლენეთთან, სერბეთსა და ხორვატიასთან
გამართავენ.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთათვის ხელფასები განისაზღვრა, რასაც გუნდის წარმატების შემთხვევაში ბონუსები შემდეგ დაემატება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაისურაძე მაგარი მწვრტნელია მაგრამ რაქნას ცქიტიშვილმა თუ თხოვა უარს ხო ვერ ეტყოდა დაყენდით ხალხო აცადეთ კაცს მუშაობა უხერხულ მდგომარეობაში ნუ აგდებტ ცქიტიშვილს ვიგა კითხავს
0
ანუ ერთხელ თუ მოხვდი ნაკრებში,სულ მარტო შენ უნდა იყო იქ? თუ სხვა შეიყვანეს ე.ი. ჩააწყო? მაშინ ახალი იტყვის, რომ შენ ადრე ჩააწყვე.
სისულელეა. ფეხბურთს თუ კარგად თამაშობ არავინ დაგჩაგრავს, რატომ? იმიტომ რომ კაი ფეხბურთელში კაი ფული კეთდება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული