ოფიციალურად: ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
დღეს, 26 იანვარს, 11:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციის ოფისში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის სპეციალისტს სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", ზესტაფონის "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უმუშავია.

თბილისის "დინამოში" გია გეგუჩაძეს იურაი იარაბეკი შეცვლის.

გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი მანამდე "დინამოს" პრეზიდენტმა და აღმასკომის წევრმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და
მე მას უარი ვერ ვუთხარი.

გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ იბანძებ თავს
გიას
14:36 26-01-2016
0
ქართულ ფეხბურთში მომხდარი ესეც მეორე დიდი და გამოუსწორებელი(უახლოეს წლებში) შეცდომა. ოდესმე დინამოს ეღირსება სტაბილურობა და ძველი დიდების ნახევრის დაბრუნება მაინც.
gizog
14:46 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული