გია გეგუჩაძე: მიკვირს, ეს ხმები რატომ აგორდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძე დაამტკიცა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიასთან თქვა, რომ გეგუჩაძე ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება.

27 იანვარს, 15 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გეგუჩაძე პრესკონფერენციას გამართავს. იქვე მას ოფიციალურად წარადგენენ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი კომენტარი "ლელოსთან" გააკეთა.

"ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მომავალს იმედით ვუყურებთ. გეგმებსა და ჩემს ხედვებზე პრესკონფერენციის დროს ვილაპარაკებ", - ამბობს გეგუჩაძე.

მან კატეგორიულად
უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს, კახა ცხადაძის ნაცვლად ეროვნულ ნაკრებში მუშაობა შესთავაზეს:

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ამ თემაზე პირადად ჩემთან არავის არაფერი უთქვამს. თავიდანვე ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს და მიკვირს, ეს ხმები რატომ აგორდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ახალგაზრდული ნაკრები საქართველოსთვის არის ყველაზე პრობლემატური (მიზეზებს არ ჩამოვთვლი). გეგუჩაძე თავიდანვე დასახელდა ახალგაზრდულის მწვრთნელად. ამის შემდეგ გავიდა გარკვეული დრო ვიდრე დაიწყებოდა ვნებათაღელვა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ირგვლივ.

ახლაც ვთვლი, რომ ცხადაძე კარგად უძღვებოდა ეროვნულ ნაკრებს და თუ რაიმე საშუალება არსებობს მივესალმები მის დარჩენას ეროვნულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ვულოცავ ბ-ნ გია გეგუჩაძეს და ვუსურვებ წარმატებას!!!!
გუჯა კახაძე
13:35 27-01-2016
0
რომც შეეთავაზებინათ გია გეგუჩაძისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, ჩემი აზრით ნამდვილად სწორი ნაბიჯი იქნებოდა. გეგუჩაძე ღირსეული კანდიდატია, ვინც მის კარიერას ადევნებს თვალს დამეთანხმება, რომ სადაც უმუშავია ყველგან წარმატებული იყო. ქუთაისის ტორპედოც კი ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თაამშობდა მისი მწვრთნელობისას. აღარაფერს ვამბობ ზესტაფონზე. ვისაც ახსოვს თბილისის დინამოს ერთადერთი მონაწილეობა ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირში და თუნდაც წაგებული თამაში ნიუკასლში ვერ უარყოფს, რომ ამაყად თავაწეულებმა დატოვეს ჩვენებმა მინდორი. მოკლედ გია გეგუჩაძის ნაირი ხალხი გვიმრავლოს ღმერთმა და ილია კოკაია, რომ გააქციეს ფეხბურთიდან სირცხვილია. მერე იტყვიან ბიზნესი და მეცენატები არ გვყავს ფეხბურთის ხელშესაწყობადო. წარმატებები ბატონო გია. მე ერთი რიგითი გულშმატკივარი ვარ, რომელიც მხოლოდ ტელე ეთერით თუ გიცნობთ თქვენ, და არა მიკერძოებული ახლობელი. კარდიფის თაამშიდან დააწყებული ყველა თამაშზე დავდიოდი ბავშვობიდან, ორი ბილეთი ცხონებული მამაჩემის წყალობით ყოველთვის გვქონდა. თამაშის დაწყებამდე ნერვიული კანკალი, რომ დამეწყებოდა 30 წუთის შემდეგ თუ დაცხრებოდა ეს ემოცია. მაშინ სტადიონიდან ძალიან შორს ვცხოვრობდი. ახლა დინამოდან 200 მეტრში ვცხოვრობ და თითქმის არც დავდივარ თამაშებზე ისე მოკლეს ჩვენში ფეხბურთი. მხოლოდ ნაკრების თამაშზე მაინც იმედით მიმიწევს ხოლმე გული. ღმერთმა ქნას ის დრო დააბრუნოს, როცა თამაშის დაწყებამდე არ ექნებათ ფეხბურთელებს თამაში უკვე წაგებული და ბრძოლოს ჟინით გამოვლენ მოედანზე და არა დამარცხებულის ფსიქოლოგიით. ლევან კობიაშვილის,გია გეგუჩაძის, შოთა არველაძის იმედი მაქვს იქნება ეხლა მაინც გვეშველოს რამე ...
kote
13:40 27-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული