15:47 01-03-2016
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - გამარჯვება პირველ სპარინგში [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და პირველი ტაიმი თავიანთ სასარგებლოთ ჩაამთავრეს, თუმცა შესვენების შემდეგ ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქის კარი ოთხჯერ აიღეს: დუბლით ლევან ხარაბაძე გამოირჩა, თითოჯერ კი გიორგი ჩაკვეტაძემ და ზურა დავითაშვილმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ 15 წლის ზურა დავითაშვილისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ორი წლით უფროსი ასაკის მოთამაშეთა ნაკრებში.
მაისურაძის გუნდი სომეხ 18-წლამდელებს 3 მარტს "მიხეილ მესხზე" კიდევ ერთხელ გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.
ამხანაგური მატჩი
01.03. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1
გოლები: 0-1 პეტროსიანი (8), 1-1 ხარაბაძე (41), 2-1 ჩაკვეტაძე (პენ.45), 3-1 ხარაბაძე (60), 4-1 დავითაშვილი (75).
საქართველო U17: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (64’ ვირუბოვი), ქაფიანიძე (78’ კასრელიშვილი), ასათიანი (კ) (58’ შიხაშვილი), ხარაბაძე (78 ნიკოლეიშვილი), კუცია, ანდრონიკაშვილი (41’ ოზბეთელაშვილი), ნინუა (41’ შეწირული), სპანდერაშვილი (41’ დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (64’ ქავთარაძე)
მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი U18: შაშატუნი, მურადიანი (72’ გევორგიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (56’ სპრეციანი), მანუკიანი (58’ გრიგორიანი), ნადირიანი (კ) (72’ ტერ-პეტროსიანი), ე. მოვსისიანი, ავაგიანი (56’ ხარბუტიანი), ა. მოვსისიანი (41’ მელქოიანი), პეტროსიანი (72’ ნ. არუთინიანი), ჰ. არუთინიანი (66’ პოღოსიანი)
მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
გაფრთხილება: 25’ ნინუა, 29’ კუცია, 32’ ე. მოვსისიანი
გაძევება: 66’ ჰ. არუთინიანი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
... შენ და ვინც მოგცონს ისინი არიან თქვენ ფეხბურთზე არ ფიქრობთ თქვენი საქმეა თქვენიანმა ითამაშოს შედეგი და ფეხბურთის განვითარება .. ყველა ბავშვს ბგულშემატკივრობ ვინც თამაშობს პროსტა არ მევასება მამიკოებით და ბიძიკოებით რო იქაჩებიან ყველას მიეცეს საშუალება თავის გამოჩენის რათ უნა მამიკოს და ბიძიკოს დახმარება
0
0
ვფიცავარ რიგითი გულშემატკივარი ვარ ნაგდად არ ვიბოგმები პროსტა ძაან ბევრი 99 არ გამოიძახეს და დინამოს მწვრთნელის შვილი საბავშო ბაგიდან გამოიყვანეს რა გასაჭირი იყო მაგ ბავშვის დროც მოვა და გმერთმა გაუმარჯოს ამრავლოს კარგი ბავშვები რაც ძალიან ცოტაა საქართველოში ვფიცავ ნაგდად მინდა იყოს ეს ბავშვი მაგარი მაგრამ სხვის ადგილზე არა თავის ადგილზე მაგაზე მეტი აშკარაობა რა გინდათ მამიკოს გამო მოხვდა ორიწლით დიდებში ნუ გვაბრმავებთ ბოგმა შენ ხარ და შენისთანები ვინც უპატრონო ბავშვებს ჩაგრავთ და გულს აცრუებიებთ ფეხბურთზე
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული