ლუკა ასათიანი: შეგვიძლია, გაგახაროთ!

AutoSharing Option
დღეს, 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდს იწყებს. ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები ბოსნიელი, რუსი და იტალიელი თანატოლები არიან. გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მასმედიის წინაშე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე და გუნდის კაპიტანი ლუკა ასათიანი წარდგნენ.

პრესკონფერენციის შემდეგ ლუკა ასათიანთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა. ის თავისი თაობის გამორჩეული ფეხბურთელია და მის გარჯაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ცოტა ხნის წინათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილთან ერთად, ასათიანი პოლონური
"იაგელონიას" წევრი გახდა. საინტერესოა, როგორ შეეგუა ის მისთვის ახალ ქვეყანას?
ამ კითხვით დავიწყეთ სწორედ ეს მცირე ინტერვიუ...

- ყველაფერი რიგზეა, ოღონდ ეგაა, თავიდან ენის პრობლემა მქონდა, მაგრამ ესეც მოგვარდა. "იაგელონიაში" 5-6 ისეთი მოთამაშეა, რომელმაც რუსული იცის.

- პოლონურ ყოფას, ალბათ, ლუკა გუგეშაშვილიც გიადვილებთ...
- რა თქმა უნდა, მე და ლუკა სულ ერთად ვართ. ორ ქართველს რა უნდა გაგვიჭირდეს (იცინის)?

- როგორი პირობებია პოლონეთში?
- ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოუმატო. საქართველოში ერთ-ორ გუნდს აქვს პირობები, იქ კი - ყველას. ინფრასტრუქტურაც შესანიშნავია.

- "იაგელონიაში" პირველი ქართველები არ ხართ...
- ჩვენამდე იქ ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე თამაშობდნენ. მათ დღესაც ყველა ემადლიერება. საერთოდ, პოლონელებს ქართველები ძალიან უყვართ. რომ იტყვიან, ხელისგულზე გვატარებენ.

- სამშაბათს ელიტრაუნდი იწყება...
- ძალიან თანაბარი და რთული ჯგუფია. თუნდაც, პირველი მეტოქე ბოსნია რომ ავიღოთ, "ბაიერნის" ფეხბურთელი ჰყავს. იტალია და რუსეთი რომ სუსტები არ იქნებიან, ყველამ ვიცით. უნდა შევძლოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. ამისთვის ყველანაირად მზად ვართ და მწამს, ეს შეგვიძლია კიდეც. მეორე მხრივ, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

მჯერა, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ექნება შესაძლებლობა, მოვა სტადიონზე და გაგვამხნევებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუგებარი ინტრიგების შურის გამო ეს კაცი სკამზე დასვეს და შედეგიც ხო ნახეთ.
andro
16:05 16-03-2016
0
პირველ არხზე იქნება
irakli
13:44 15-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული