![](https://sportall.ge/pictures/image31/167587096623fa83e7ff343bbd5f63f9.jpg)
ეს მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც. მოულოდნელი იმიტომ, რომ ფონიავა, რომელიც უმაღლეს ლიგაში მე-5 სეზონს ატარებს, ყურადღებას ადრეც იმსახურებდა.
უმაღლეს ლიგაში მან ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ ითამაშა. მარტვილის "მერანის" აღზრდილმა, 17 წლისამ ამ გუნდის ფორმით სადებიუტო სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სპეციალისტები
მალე ის "მერანის" ლიდერად მოგვევლინა, ბათუმის "დინამომდე" კი მისი ტრანსფერით დაინტერესებულები იყვნენ "ზესტაფონი" და თბილისის "დინამო". იყო კობა ჟორჟიკაშვილის (17-წლამდელები), კახა კაჭარავასა და გია ცეცაძის (19-წლამდელებში) ფორმაციის ასაკობრივი ნაკრებების წევრი.
"წლეულს, ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ამთავრებს. სულ 4 მატჩია დარჩენილი. ჩვენს გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს.
ადრე, ასეთ დროს, ნაკრების გაახალგაზრდავებას იწყებდნენ და იმიზეზებდნენ, რომ მოთამაშეებს ახალი ციკლისთვის ამზადებდნენ... რა დასამალია და, ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევის იმედი ნამდვილად აღარ მქონდა, რადგან მეგონა, ისევ ძველებურ საკადრო პოლიტიკას გაატარებდნენ.
ისე, რამდენჯერმე მოვხვდი ნაკრებში, მაგრამ ბოლო მომენტში შემადგენლობიდან, რატომღაც, ყოველთვის მე გამოვირიცხებოდი, ან ხელს ტრავმა მიშლიდა... ამიტომ, მიხარია, რომ გეგუჩაძე ჩემით დაინტერესდა და მიმიწვია.
მეორე მომენტია, რომ გეგუჩაძეს ფეხბურთელები კარგად ახასიათებენ და მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშიც საინტერესო იქნება", - ამბობს ფონიავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"