საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
თეორიული შანსები მაინც გამოუთვალეთ ან ბოლო ბოლო საყვარელი "კარის გამოჯახუნება" მაინც უწინასწარმეტყველეთ!
vova
17 მარტი 2016 16:13
0
ამათი .... უყურე ამ თამაშს და კინაღამ გული ამერია. არა რა. "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"-ოოო. ისეა ამათი საქმე. ამ ასაკში წარმოვადგენდით რაღაცას და ამაშიც ჩავისვარეთ. რა ხდება საერთოდ. რათ გვინდა საერთოდ ფეხბურთზე საუბარი და ტვინის ჭყლეტვა!!! სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ სამოყვარულო ფეხბურთზე. დაახლოებით ისე, როგორც ფარერებზეა. რა ორეზიდენტი, რის გენერალური მდივანი, რის უმაღლესი ლიგა. გუშინ კიდევ ფეხბურთელებმა ერთმანეთი დაჩეხესო. ესა ხართ სულ???
grili
17 მარტი 2016 16:08
0
კომენტარის გარეშე. ეს თქვენი ახალგაზრდები. ახლა ჩამოვლენ ყაზახები, დიდებშიც დაგვადებენ და წავიდა!!!!!!!!!!!!
mersi
17 მარტი 2016 16:02
0
ნამდვილი ნახირის ხროვააა
მეგრე
17 მარტი 2016 15:58
0
Eg araperi mivechbiet gulshematkivari ukve. Me piradad sxvas arc velodi imito ro raician bichebma tamashi kacis motyueba da xelebis shla araaa pexburtis tamashi
jjjjj
17 მარტი 2016 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული