საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
ყველაფერი ერთად და თითოეული ცალ ცალკეა მიზეზი იმისა,რომ ნაკრები არ ვარგა,იქიდან უნდა დავიწყოთ,რომ უტაქტობა და უზრდელობა არ უნდა გამოვავლინოთ,რაც კასრელიშვილმა ქნა დღეს,ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის ბრალია ეს და მწვრთნელმა უნდა ასწავლოს,თუმცა ამხელა კაცებმა ეს უნდა იცოდნენ,რით ვერ გაიგო ამ მაისურაძემ,რომ 99 იანებს მიხედოს,უმცროსების ჯერიც დადგება,ასეთი მაგრები თუ არიან,მაინც გამოჩნდებიან,არ გინდათ ეს ახლობლობა,დარეკვები,საქართველო პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის,მოიმოქმედეთ რამე,ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა შეგრცხვეთ?კობიაშვილი აბა რისთვის მოვიდა თუ რამე ახალი პროგრამა არა აქვს?ასე ხომ ავსაჯანაც უბერავდა?
Vano
17 მარტი 2016 18:31
0
sulaqvelidze-ს. ერთი თბილისელი ვარკვლავი დაგისახელო? კი ბატონო - დავით ყიფიანი, შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი... კიდევ გინდა?? თუ ჯერ ეს სამი ბუმბერაზი ფეხბურთელი გეყოფა?
აკო
17 მარტი 2016 18:29
0
ძალიან კარგი ბიჭები გვყავს.წადით სახლში დაჯექით რას დადიხართ სტადიონზე საერთოდ სამარცხვინოები და უკულტუროები თქვენ ხართ ასეთ საზიზღრობებს რომ წერთ 16 წლის ბავშვებზე
ვახ0
17 მარტი 2016 18:27
0
ამ ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდშიც მიზერული შანსი ჰქონდა ბოლო ტურის წინა (პირველი ტამაშში უელსტან 0-3 წაგებული ტამაშის მერე) მარა მერე კოჭი კოჭზე დაუჯდათ, იტალიასტან მოგება არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს და თუ ბოსნიელებმა არ დაიზარეს და რუსებსაც მოუგეს, მაშინ გავრისკავ და ვიტყვი რომ ასეთი იღბლიანი გუნდი ევროპის ჩემპიონოც გახდება :)))
ამ ეტაპზე ბოღმა და პესიმიზმი ზედმეტია ეს ისეთი ასაკია, რომ ყველაფერი ძალიან სწარაფად იცვლება და ამ 2 წაგების ფონზე ,,ფეხბურთი აიკრძალოს" და ,,ჩვენი საქმე არაა" ზედმეტია.... მეც 30 წელია ოპტიმიზმით ველოდები ჩვენი ფეხბურთის აღორძინებას
irakli apkhaidze
17 მარტი 2016 18:23
0
სწორედ ქართული რეგიონების მეშვეობით იყო ქართული ფეხბურთი ევროლიგაში გამრჯვებული და ლივერფულ-ვესთხემების და გერმანული გუნდების გამანადგურებელი,ერთი თბილისელი ვარკვლავი დამისახელეთ .....ქართული სოფლებით ვართ ქართველნო ძლიერნი!!!!!!
sulaqvelidze
17 მარტი 2016 18:17
0
ხალხო ზოგ-ზოგები სად ბალახობთ,რას დემაგოგობთ,გაახილეთ ყურები,აამუშავეთ ფილტვები,..კობიაშვილი და ... მუჯირი რისი გამკეთებლები არიან,ორ სიტყვას გადაბულად ვერ ამბობენ,რა გჭირთ ხალხო,გამოფხიზლდით,ამ მაისურაძემ ერთხელ არ ივარგა,მეორედ არ ივარგა,დაანებეთ თავი რა,ნუ ჩაყევით საფლავში,არ შეუძლია და .. ახლა,ასევე გასაყრელია ფეხბურთიდან,დევდარიანი,ცეცაძე და ძმანნი მისნი,ამ ხალხს ნიჭი არა აქვს და არც სინდის ნამუსი აქვთ და შეეშვით რა.
roma
17 მარტი 2016 18:13
0
ღადაობააა აბა რა არის გეგუჩაძის ბიჭიც ნაკრებშია 19 წლამდელებში მწვრთნელად ანალიზს აკეთებსო არველაძეეებს გაასწრო ამ ფედერაციამ ნეპოტიზმში ვასკა კიდე არ უნდა მისულიიყო ნაკრებში მწვრთნელად ამ ფორმით
mwvrTneli
17 მარტი 2016 17:51
0
keqso-ს რეგიონებში რო იკოს ფეხბბურტელები გამოიძახებდნენ ნაკრებში ბიჭებმა ითამაშეს მაგრად ვერ მოიგეს შენც დაინახავდიი როგორი ცუდი გოლი გაუშვეს და მაგაზე სალაპარაკო არააა მოინდომეს ბიჭებმა მაგრად ვერ მოიგეს თამაში
1313
17 მარტი 2016 17:48
0
იცი რას გეტყვით პატივცემულო 30 წელია ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, 30 წელია ნერვები დამწყდა,30 წელია იმედით ვიღვიძებ რომ დღეიდან,აი დღეს დაიწყება ქართული ფეხბურთის აყვავება-აღორძინება და ამ 16წლის ბიჭების შემხედვარემ მივხვდი რომ იმედი მეწურება და ნელ-ნელა საერთოდ გამიქრება,იმედი იმისა რომ ოდესმე გვექნება ერთ დროს დიდი ქართული ფეხბურთი!და ეგ უიმიედობა მაშინებს და მანერვიულებს სწორედ!
უიმედოდ ძნელია ყოფნა, და არ მინდა არა გესმის დაო თუ ძმაო.
1313-s
17 მარტი 2016 17:45
0
იტალიასტან ჯობია საერტოდ არ იტამაშონ
ალეკსანდრე
17 მარტი 2016 17:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული