საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
ჩემი აზრით ვისაც არუნდა ეთამაშა ამ ნაკრებში შედეგი იქნებოდა იგივე და მეორე ფედერაცია აქ არაფელ შუაშია თამაში თუარ შეგიძლია ეგ ფედრაციიის ბრალია საერთო სურათია ეგეთი რო დღეს თაობა ნაკლებ ნიჭიერია ვიდრე პაპუნას და ცინცაძის დროინდელი ნაკრები.ითამაშენ ისე როგორც შეეძლოთ მეტი არაფელი.ისე ზოგადად ქართული სენია წარუმატებლობის შემდეგ ის რატო არ ათამაშა და ეგეთი რაღაცეები რო მოეგო ხმასაც არავინ ამოიღებდა.
qutaiseli
17 მარტი 2016 17:31
0
კასრელიშვილის ახლობელი მუშაობს აქ? :D :D :D :D
თემური
17 მარტი 2016 17:24
0
დასანანი მარცხი იყო, მაგრამ ბევრი და სწორი შრომით შედეგი მოვა. ბავშვებს უნდა ესმოდეთ რომ როგორც მარცხს, ასევე წარმატებას, მიზეზები აქვს. ეს მიზეზები საკუთარ თავში და ასევე გარეშე არსებულ პირობებში უნდა ეძებონ. მონდომება ეტყობოდათ ბავშვებს და დაუღალავად იბრძოდნენ, თუმცა ფიზიკურად სუსტად გამოიყურებოდნენ, მეკარეს ხშირად უბრუნებდნენ ბურთს, როგორც უფროსი საქართველოს ნაკრების წევრები აკეთებენ ხშირად. ქრონიკული არაზუსტი დარტყმები კარში. ზედმეტი დრიბლინგი, ეგოიზმი, არაგუნდური მენტალიტეტი, საკუთარი განდიდების სენი უკვე პატარაობაშივე გამჯდარი აქვთ. ინდივიდუალიზმის გუნდურ თამაშზე მაღლა დაყენება. მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის თრევა, ზედმეტი შეხება ბურთთან. უამრავი ხარვეზი იყო რაც ბავშვების არასწორი აღზრდის შედეგია, როგორც კულტურული, ისევე ფიზიკური აღზრდის.
ლუკა
17 მარტი 2016 17:22
0
ასაკობრივ რაგბიშიც ამგვარი უყურადღებობააა,სხვა სახეობები კი სულც სულს ღაფავენ.გუდაურის,ბაკურიანის,მესტიის,ბათუმის მფლობელბს,მოთხილამურე,ბიატლონისტ,ნიჩბოსან,მოცურავეები არ გვყავს,რაო? ქართველი ბავშვებია ზარმაცები და ვერათლეტურები ჯიშით და ჯილაგით?თუ მათი მამები ვართ უქნარები ?თუ სახელმწიფოს სათავეებში არიან გამოყ......ი.რას ვირჩევთ ?,საით მივექანებით!ქართVVVელებო!
Englend
17 მარტი 2016 17:17
0
1313-ს. კონკრეტულად ამ ბიჭებთან ყველაზე ნაკლები პრეტენზია შეიძლება ქონდეს ადამიანს, მაგრამ მთლიანობაში ძალიან რეგრესული სიტუაციაა და ამაზე არიან ადამიანები იმედგაცრუებულები. თუ რაიმე რადიკალური არ მოიმოქმედა ახალმა ფედერაციამ, ისევ იმ წრეზე მოგვიწევს ტრიალი, რაზეც აქამდე ვტრიალებდით. ნუთუ მარტო თბილისელი ბიჭებისათვის არსებობს ნაკრები გუნდები, განსაკუთრებით ასაკობრივებში. ხომ შეიძლება გააძლიერონ სელექცია და საშუალება მისცენ პროვინციებში მოთამაშე ნიჭიერ ახალგაზრდებს გამოიჩინონ თავი. ასე არ გამოვა, იჯდე ფედერაციაში და გუნდს ქმნიდე ერთი გუნდის ბაზაზე.
keqso
17 მარტი 2016 17:15
0
ეს ფეხბურთია, მოიგებ შეგაქებენ, წააგებ გაგწეწავენ. ამიტომ უნდა ეცადო ხშირად მოიგო. ამისათვის კი დიდი შრომაა გასაწევი, რასაც ვერ ვხედავ ჩვენს სინამდვილეში.
kaki
17 მარტი 2016 17:04
0
რო მოეგოტ კველაზე მაგრები იკნებოდნენ და ცაში აიკვანდიტ და ეხლა მიწასტან ასწორებტ 16წლის ბიჭებს არააა ეგ გულშემატკივრობა 16წლის ბიჭისგან შედეგს რო იტხოვტ კაიტ რა ბიჭბმა კველაფერი კნეს და გააკეტეს რაც შეეძლოტ იმის მაგივრად გაამხნეოთ პირიკიტ ცუდს ეუბნებიტ
1313
17 მარტი 2016 17:02
0
912-ს. შენ რა იცი, ვინ რა იყო 16 წლის ასაკში? თუმცა ნომრიანებმა ყველაფერი იცით და ყველაფერს ხედავთ!!!!
ako
17 მარტი 2016 17:02
0
ეს ყველაფერი ფედერაციის ბრალია პასუხი უნდა გაგვცეს ფედერაციამ რა უქნეს ნაკრებს რატო დაშალეთ რატო მოუხსენით მწვრთნელი რადროს ექსპერიმენტები იყო შეკრული გუნდი გაანადგურეთ არ გცხვენიათ ქიმერიძე ჩემ შვილთან ერთად იზდება რა დააშავა ასეთი ნაკრებს ნამდვილად გამოადგებოდა მისი გამოცდილება სასაცილო იყო ქიმერიძის 8 ნომერი შეწირულს რო ეცვა ნახეთ მაგ მაისურით გაუტანა გადამწყვეტი გოლი რუსეთს ნახეთ ვასკა დისკი ვახოს ნანახი აქ მაგრამ ქიმერა არასდროს უყვარდა ამას ხშირად აგნიშნავდა ავსაჯანა ვახო ამ გუნდმა უფრო გაგახარა? და გასიამოვნა? მაგრამ რა გენაგვლებათ შედეგი თვენთვის არ არის საინტერესო თქვენიანები ხო ათამაშეთ ხო მოხიბლეთ ხალხი შეგვაძულეთ ფეხბურთი ქართველებსაქ მაინც არ ყოფილიყო ეს ელიტრაუნდი თავი მოიჭერი ვასკა შენი სიტყვა არ ჩანდა შენი აზრით ამ ნაკრებში არავინ არის მიწვეული გამოვიდეთ ხალხო ეს რას შვებიან ფედერაცია და მწვრთნელები ჩვენ ნერვებზე ითამაშეთ სირცხვილი რუსეთის ნაკები ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მაგათაც ვერ მოუგეთ სირცხვილი უნამუსოები ხართ პასუხისმგებლობა დავაკისროთ ფედერაციას ძალიან ჩაერია ამ ნაკრების შერჩევაში გაანადგურეს ნაკრები უნამუსოებო
gio
17 მარტი 2016 17:00
0
12 წელი რო აუპატუიურებდენ ქართულ ფეხბურთს მაშვინ უნდა გვეყვირა მარა ვისეცალა საყვირლად ეხლა კიდე გვიანაა რო ვამბობდი ნეხვშია ქართული ფეხბურთიუთქო უფ რას ამბობ შეკაიკაცოო რას ვამბობ და ფაიზაღს ნოლიდანაა დასაწყები ყველაფერი.ის რაციყო მოკვბდა დაახალი უნდა ავაშენოთ.
qutaiseli
17 მარტი 2016 16:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული